გრუშევსკაიის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია
გრუშევსკაიის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 47°24′51″ ჩ. გ. 40°06′38″ ა. გ. / 47.41417° ჩ. გ. 40.11056° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | მართლმადიდებლობა |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | გრუშევსკაია |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | კულიკოვი |
თარიღდება | 1887 |
გრუშევსკაიის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია (რუს. Церковь Иоанна Богослова) — მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი აქსაის რაიონის სოფელ გრუშევსკაიაში. განეკუთვნება მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია აშენდა 1900 წელს. ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის რეგიონული მნიშვნელობის ძეგლია. 1877 წლის დიდი ხანძრის შედეგად დაიწვა წმინდა ბარბარეს ტაძარი, რომლის ადგილასაც მოეწყო სამლოცველო სახლი, რომელიც 1886 წელს გადაიტანეს სოფლის ბოლოში[1], ხოლო 1900 წელს, არქიტექტორ კულიკოვის დაპროექტებით, ყოფილი, დროებითი სამლოცველო სახლის ადგილას აღმართეს ეს ტაძარი.
ტაძარმა გაუძლო სამოქალაქო და მეორე მსოფლიო ომს, თუმცა 1957 წელს დაიხურა ნიკიტა ხრუშჩოვის მორიგი, ანტირელიგიური კამპანიისას. ტაძრის შენობაში გახსნეს კლუბი, თუმცა მანდ არასაკმარისი მომხმარებლების გამო არც ისე დიდხანს იარსება. შემგდომში, შენობა გამოიყენებოდა მარცვლეულის შესანახად[1].
1959 წელს დაზიანდა ტაძრის სახურავი. ხელისუფლებს სურდათ კედლების აგურებად დაშლა, თუმცა ეს არ მოხდა[1].
ამ მომენტისთვის ტაძარი ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია, მაგრამ ის არ არის მიტოვებული[2]. 1990-იანი წლებიდან ადგილობრივ მცხოვრებლებს ჰქონდათ ტაძრის შენობის აღდგენის მცდელობა. სარესტავრაციო სამუშაოები ნელა მიმდინარეობს ათობით წელია და დღემდე არ არის დასრულებული.
ყოველწლიურად, 9 ოქტომბერს, იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში იმართება ლოცვა, რომელსაც ესწრება დაახლოებით 100 ადამიანი[1].
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაძრის შენობას აქვს ჯვრის ფორმა. ერთადერთი საკურთხეველი იოანე ღვთისმეტყველის პატივსაცემად არის ნაკურთხი. შესასვლელი კარი მოჩუქურთმებულია ნახევრად მრგვალი, ხოლო ფანჯრები კი სამკუთხა ორნამენტებით. ფანჯრები განლაგებულია ოთხ მხარეს, თითოეულ მხარეს სამ-სამი ფანჯარაა. მათგან გვერდით მდებარეობს აგურის სვეტები. სამრეკლო ორიარუსიანია. სავარაუდოდ ადრე სამიარუსიანი ყოფილა. ჯვრები და გუმბათები არ შემორჩენილა[3].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Храм апостола Иоанна Богослова. Ст.Грушевская. - По краю Донскому - Наши путешествия - Статьи, очерки, зарисовки - Ростовберег.ру. www.rostovbereg.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-10.
- ↑ О храме | Иоанно-Богословский храм ст. Грушевская. hram-ioanna.cerkov.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-13. ციტირების თარიღი: 2017-02-10.
- ↑ Донские храмы: церкви станицы Грушевской :: Геокэшинг ::. www.geocaching.su. ციტირების თარიღი: 2017-02-10.