გროსადმირალი

გროსადმირალი (გერმ. Großadmiral) იყო გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების უმაღლესი სამსახურეობრივი ჩინი 1905-1945 წ.წ. იგი შეესაბამებოდა ვერმახტის და „ლუფტვაფეს“ გენერალ-ფელდმარშლის წოდებას.
1905 წლის 28 ივნისს „გროსადმირალის“ წოდება პირველად მიენიჭა ადმირალ ჰანს ფონ კიოსტერს (1844-1928). დღეს გერმანიის ფლოტში გროსადმირალის წოდება აღარ იხმარება.
საიმპერიო სამხედრო ფლოტის გროსადმირალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საიმპერიო სამხედრო ფლოტის (გერმ. Kaiserliche Marine) გროსადმირალები
- ჰანს ფონ კესტერი (1844-1928) - Hans von Köster
- პრუსიის პრინცი ალბერტ ვილჰელმ ჰაინრიხი (1862-1929) - Albert Wilhelm Heinrich, Prinz von Preußen
- ალფრედ ფონ ტირპიცი (1849-1930) - Alfred von Tirpitz
- ჰენინგ ფონ ჰოლცენდორფი (1853-1919) - Henning von Holtzendorff
მესამე რაიხის სამხედრო ფლოტის გროსადმირალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მესამე რაიხის სამხედრო ფლოტის (გერმ. Kriegsmarine) გროსადმირალები
- 1939 წლის 1 აპრილი - ერიხ რედერი (1876-1960) - Erich Raeder
- 1943 წლის 30 იანვარი - კარლ დენიცი (1891-1980) - Karl Dönitz