გროზნოს აეროპორტი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|გროზნოს აეროპორტი}} |
გროზნოს აეროპორტი Соьлжа-ГӀалан аэропорт Аэропорт «Грозный»
| ||
---|---|---|
ინფორმაცია
| ||
ტიპი | საზოგადოებრივი | |
ემსახურება | გროზნო, ჩეჩნეთი, რუსეთი | |
ადგილმდებარეობა | გროზნო, ჩეჩნეთი | |
სიმაღლე ზდ | 167 მ | |
სასაათო სარტყელი | UTC მოსკოვის დრო (+4) |
გროზნოს აეროპორტი (ჩეჩ. Соьлжа-ГӀалан аэропорт, რუს. Аэропорт «Грозный») — აეროპორტი რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, რომელიც მდებარეობს გროზნოდან ჩრდილოეთით 7,5 კმ-ით დაშორებით. [1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გროზნის პირველმა აეროპორტმა მუშაობა 1938 წელს დაიწყო, როდესაც თვითმფრინავებმა P-5 და U-2 პირველი საფოსტო ტრანსპორტირება და სანიტარული ფრენები დაიწყეს. ცოტა ხნის შემდეგ დაიწყო ფრენა და სოფლის მეურნეობა. 1977 წლამდე გროზნის აეროპორტს ჰქონდა მხოლოდ ჭუჭყიანი ასაფრენი ბილიკი, რომელსაც შეეძლო მხოლოდ ისეთი თვითმფრინავებით ემუშავა, როგორცაა: Li-2, IL-14, AN-24 და AN-10.
1997 წელს აეროპორტში ახალი, კომპლექსური ხელოვნური ასაფრენი ბილიკი მოწეყო, ასევე დაიწყო გადაადგილება სამგზავრო თვითმფრინავით Tu-134, რომელიც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ყველა რესპუბლიკაში ჩაუშვეს. ხალ აეროპორტს დაარქვეს ,,ჩრდილოეთის აეროპორტი“.
1990-2000 წლებს შორის აეროპორტის სახელი რამდენჯერმე შეიცვალა:
1990 - აეროპორტი შეიხი მანსური
1995 - ჩრდილოეთის აეროპორტი
1996 წ. - აეროპორტი შეიხი მანსური
2000 წ. - ჩრდილოეთის აეროპორტი
2005წ, - გრონოს აეროპორტი
გროზნოს ყველა ინფრასტრუქტურა და აეროდრომი მნიშვნელოვნად დაზიანდა ჩეჩენი მებრძოლების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დროს, რომლებმაც აეროპორტი აიღეს 1991 წლის 8 სექტემბერს და იგი 1994 წლის 30 სექტემბრამდე ეკავათ. აეროპორტი 2000 წელს შეიქმნა ,,გროზნოს აეროპორტის აღდგენის დირექტორატი" ადნან გაკაევა ვახიდოვიჩის მეთაურობით, რომლის მიმართაც 2005 წლის 1 დეკემბერს ჩეჩნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამონისტრომ საგამოძიებო დევნა დაიწყო თანხების განსაკუთრებით დიდი რაოდენობის გაფლანგვის გამო, რა თანხითაც აეროპორტის აღდგენა იგეგმებოდა.
1999-2006 წლებში, აეროპორტის აღდგენის პროცესში, ასაფრენი ზოლი გაფართოვდა და მას უფრო დიდი ტერიტორია გამოეყო. აეროპორტის კომპლექსი გადაკეთდა, სადაც მიიღო Tu-154 და IL-62 ტიპის საფრენი მოწყობილებები. 2002 წლის 6 მარტს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ბრძანებულებით, ნომერი AT-76-P დაიწყო აეროპორტის სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქცია.[2] 2005 წელს ჩრდილოეთის აეროპორტს ეწოდა გროზნოს აეროპორტი. [3]
2007 წლის 19 თებერვალს, FATA– ს AIO-19 ბრძანებით, გროზნოს აეროპორტში (ჩრდილოეთი) გაიცა სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა. აეროპორტი B კლასს მიენიჭა მთელი წლის განმავლობაში Tu-134 თვითმფრინავებისა და ყველა ტიპის ვერტმფრენების მიღების უფლება. 2007 წლის 29 ნოემბერს გროზნოს აეროპორტს ჰქონდა უფლებამოსილება მიეღო Tu-154.
2009 წლის 11 ივნისს სახელმწიფოთაშორისმა საავიაციო კომიტეტმა (IAC) აეროდრომის საერთაშორისო სერთიფიკატი გასცა, რის გამოც გროზნოს აეროპორტი საერთაშორისო ფრენებისთვის მომზადდა. [4][5]
ავიაკომპანიები და ფრენების მიმართულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აეროფლოტი - მოსკოვი – შერემეტიევო (ყოველდღე)
აირ არაბია - სარჯაჰი (ყოველ სამშაბათსა და პარასკევს)
ავიას საგზაო კომპანია - ბიშკეკი (ყოველ სამშაბათს)
აზიმუთი - მოსკოვი – ვნუკოვო;(ყოველდღიურად) დონის როსტოვი (ორშაბათი- ოთხშაბათი), სანქტ-პეტერბურგი (ოთხშაბათი, პარასკევი, შაბათი)
პეგასუს ეარლაინსი - სტამბოლი - საბიჰა გოქჩენი (ყოველდღიურად)[6]
S7 ეარლაინსი - ნოვოსიბირსკი
უტაირი - მოსკოვი – ვნუკოვო (ყოველდღიურად)
სპეციფიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აეროპორტს აქვს ერთი ასაფრენი ბილიკი 2500x45 მეტრის ზომით, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კურსით მოძრაობის ბილიკის სისტემით ILS SP-90, კომპანია "TRANSKON"-ის (ჩეხეთი) აღჭურვილობით. აეროპორტში ასევე განთავსებულია მაღალი ინტენსივობის სინათლის სიგნალის სისტემა, ავტომატიზირებული მეტეოროლოგიური სისტემა KRAMS, რაც მას საშუალებას აძლევს მიიღოს თვითმფრინავები ფრენების მაღალი რეგულარულობითა და უსაფრთხოებით.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Наименования географических объектов на территорию Российской Федерации". დაარქივებული 2020-10-31 საიტზე Wayback Machine. " rosreestr.ru. Retrieved 2020-02-28.
- ↑ "The radar for flight tracking Flightradar24". 2017-03-14. Retrieved 2017-07-25.
- ↑ В Чеченской Республике в продажу поступили билеты на первый авиарейс Грозный — Москва, который состоялся 8 марта დაარქივებული 2013-12-24 საიტზე Wayback Machine. Archived December 24, 2013, at the Wayback Machine v
- ↑ МАК выдал международный сертификат аэродрому Грозный
- ↑ Международные ворота Чеченской Республики
- ↑ "Onur Air'den Rusya Atağı". დაარქივებული 2020-11-27 საიტზე Wayback Machine. Onur Air. Retrieved 15 February 2016.