გრიგოლ ჰამამი
იერსახე
გრიგოლ ჰამამი (დ. დაახლ. IX საუკუნის IV მეოთხედი — გ. 897) — ჰერეთის მთავარი, ჰერეთის მეფე 893 წლიდან. მის დროს იწყება ჰერეთის ახალი გაძლიერება. სამთავროს შემადგენლობაში ამ დროისთვის შედის მარჯვენა ნაპირის ალბანეთის ნაწილი. გრიგოლ ჰამამმა დაიპყრო კახეთის ტერიტორიის ნაწილიც და 893 წელს მეფედ ეკურთხა.
წყარო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ., 1973
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედ., თბ., ნეკერი, 2000
- თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982