გრიგოლ გვიშიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრიგოლ სარდიონის ძე გვიშიანი (დ. 1 ოქტომბერი, 1911, სოფ. ილორი, ახლანდ. სამტრედია, — გ. 11 ოქტომბერი, 1979, თბილისი) — ქართველი ფარმაკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1946), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1964).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (1931). 1943–1946 წლებში განაგებდა თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის კათედრას. 1962–1973 იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი, 1973–1979 — ფარმაკოლოგიის კათედრის გამგე. გვიშიანის შრომებში განხილულია სამკურნალო მცენარეებისაგან მიღებული პრეპარატებისა და ქიმიური სინთეზის პროდუქტების ფარმაკოლოგია, აგრეთვე გულსისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი პათოლოგიის ექსპერიმენტული ფარმაკოთერაპიის საკითხები და სხვ.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფსიქოფარმაკოლოგიური ნივთიერებები და მათი კლინიკური გამოყენების პერსპექტივები, თბ., 1965.
  • Материалы по экспериментальному обоснованию лекарственной терапии атеросклероза, Тб., 1961.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]