გრიგოლ ბერძენიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერძენიშვილი.

გრიგოლ ალექსანდრეს ძე ბერძენიშვილი (დ. 17 აპრილი, 1909, ბათუმი — გ. 7 თებერვალი, 1962, თბილისი) — ქართველი დრამატურგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა 1927 წლიდან. ბერძენიშვილის პირველი მნიშვნელოვანი პიესა „ოქროს ვერძი“ დაიდგა 1937 წელს თბილისის სანკულტურის თეტრში. 30-იან წლებში იდგმებოდა ბერძენიშვილის პიესები: „აჭარის მთებში“, „სერგო“, „ჩაძირული ოქრო“, „ცეცხლი“, „ჩვენი მიწა“ და სხვა.

1941 წლიდან თბილისის, გორის, ცხინვალის, ფოთის, მახარაძისა და სხვა თეატრების სცენაზე წარმოდგენილ იქნა ბერძენიშვილის ახალი პიესები: „არწივის ბუდე“ (რუსთაველის სახელობის თეატრი, თანაავტორი ს. დოლიძე). „სიყვარულის ძალა“, „მშვიდობის მტრედები“ (1948), „ბედნიერებისაკენ“ (1951), „ძველი ჭრილობა“ (1952), „კოჭლი მეწისქვილე“ (1956), „დაჭრილი არწივი“ (1957, მარჯანიშვილის სახელობის თეატრი). ბერძენიშვილის პიესებში ასახულია ქართველი ხალხის გმირული წარსული და თანამედროვეობა. მისი თავდადება დიდ სამამულო ომში, ბრძოლა მშვიდობის განმტკიცებისათვის. ბერძენიშვილს ეკუთვნის საბავშვო მოთხრობები „დიდი წიფლის საიდუმლო“, „ეგნატეს ცრემლი“, „მოწყვეტილი ვარსკვლავი“ და სხვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან დიდუბის პანთეონში დაკრძალულია მისი მეუღლე — ქეთევან გაბრიელის ასული ჩოლობარგია (დ. 4 აგვისტო, 1909, ოზურგეთი — გ. 14 ივლისი, 1978, თბილისი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]