გრენლანდიის დროშა
გრენლანდიის დროშა შეასრულა ადგილობრივმა თუე კრისტიანსენმა.[1] შედგება ორი თანაბარი ჰორიზონტალური, ზედა თეთრი და ქვედა წითელი ზოლისგან. ცენტრისგან ოდნავ მარცხნივ, განთავსებულია დიდი დისკო, რომლის ზედა ნახევარიც წითელია, ქვედა კი თეთრი.
ადგილობრივ ენაზე დროშას ერფალასორპუტს (Erfalasorput) უწოდებენ, რაც „ჩვენს დროშას“ ნიშნავს. საკუთარი დროშის შექმნის იდეა გრენლანდიაში პირველად 1973 წელს გაჩნდა, როდესაც ხუთმა გრენლანდიელმა წარმოადგინა მწვანე, თეთრ და ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი დროშა.
1978 წელს დანიამ გრენლანდიას თვითმმართველობა მიანიჭა, რის შედეგადაც ის დანიის სამეფოში თანასწორუფლებიანი წევრი გახდა. ამის შემდეგ, ადგილობრივმა მმართველობამ დროშაზე კონკურსი გამოაცხადა; სულ შევიდა 555 ვარიანტი, საიდანაც 293 გრენლანდიელებს ეკუთვნოდათ.
საბოლოოდ, 1985 წლის 21 ივნისს, თუე კრისტიანსენის მიერ შექმნილი თეთრ-წითელი დროშა დამტკიცდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- FOTW: Greenland - History of the Erfalasorput
- Other flag proposals
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Greenland's flag“. Nordic Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-15. ციტირების თარიღი: 2012-05-08.