გრემ სვიფტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრემ სვიფტი
დაბ. თარიღი 4 მაისი 1949(1949-05-04)[1] [2] (69 წელი)
დაბ. ადგილი ლონდონი
საქმიანობა მწერალი და რომანისტი
ენა ინგლისური ენა[3]
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი იორკის უნივერსიტეტი, დალვიჩის კოლეჯი და დედოფლის კოლეჯი
Magnum opus Shuttlecock, მიწა-წყალი და უკანასკნელი ბრძანებები
ჯილდოები ჯეიმზ ტაიტ ბლეკის სამახსოვრო პრემია, ჯეფრი ფებერის მემორიალური ჯილდო და ბუკერის პრემია

გრემ კოლინ სვიფტი (დ. 4 მაისი, 1949) — ბრიტანელი მწერალი. დაიბადა ლონდონში, ინგლისში და განათლება მიიღო დალვიჩის კოლეჯში, ლონდონში; შემდგომ სწავლობდა "Queens"–ის კოლეჯში, კემბრიჯში, და მოგვიანებით სწავლა გააგრძელა იორკის უნივერსიტეტში. იგი იყო თედ ჰაგისის მეგობარი.

მისი ზოგიერთი ნაწარმოების — „უკანასკნელი ბრძანებების“ (Last Orders) და „მიწა–წყლის“ (Waterland)ეკრანიზაცია მოხდა. „უკანასკნელ ბრძანებებში“ მთავარ როლებს თამაშობენ მაიკლ კაინე და ბობ ჰოსკინსი,ხოლო „მიწა–წყალში“ – ჯერემი აირონსი. „უკანასკნელმა ბრძანებებმა“ დაიმსახურა 1996 წლის ჯეიმზ ტაიტის შავი მემორიალური პრიზი. მას აგრეთვე მოპოვებული აქვს ბუკერის პრიზი 1996 წელს. ამ ნაწარმოების სიუჟეტსა და ფაბულაში ერთგვარი მსგავსება აღინიშნება უილიამ ფოლკნერის რომან "სული რომ ამომდიოდასთან"(As I Lay Dying). რაც შეეხება „მიწა–წყალს“ აქ მოქმედება ვითარდება ფენსში; ეს არის რომანი ლანდშაპტზე, ისტორიასა და ოჯახზე, და ხშირად მას აღიარებენ ერთ–ერთ საუკეთესო ომის შემდგომ შექმნილ ბრიტანულ რომანად. მის მნიშვნელობაზე მოწმობს ის ფაქტიც რომ იგი ბრიტანულ სკოლებში ინგლისური ლიტერატურის სასწავლო გეგმაში არის შეტანილი.

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "ტკბილეულობის მაღაზიის მეპატრონე". The Sweet-Shop Owner (1980)
  • "ვოლანი".Shuttlecock (1982)– 1983 წლის ჯიოფრი ფაბერის მემორიალური პრიზის გამარჯვებული
  • "მიწა–წყალი".Waterland (1983)
  • "ამ სამყაროს გარეთ" Out of This World (1988)
  • Ever After (1992)
  • "უკანასკნელი ბრძანებები" Last Orders (1996)– 1996 წლის ბუკერის პრემიის ლაურეანტი
  • "დღის სინათლე". The Light of Day (2003)
  • "ხვალ". Tomorrow (2007)
  • "სპილოს შექმნა:შიგნიდან დაწერილი".Making an Elephant: Writing from Within (2009)

მოთხრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "ცურვის სწავლა". Learning to Swim (1982)
  • "ქიმია". Chemistry (2008)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. Encyclopædia Britannica
  3. http://data.bnf.fr/ark:/12148/cb120165296