გრემის წმინდა გიორგის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრემის წმინდა გიორგი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის განაპირას,გ. ხახუტაშვილის ვენახში. დათარიღებულია გვიანი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (6,4X4,5 მ). ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. წყობა ირეგულარულია. დაზიანებულია: ჩამოშლილია გადახურვა, თითქმის მთლიანად განადგურებულია ჩრდ. და სამხრ. ფასადების საპირე წყობა. ასევე სამწუხაროდ არ შემორჩენილა ლავგარდანი. ტაძარს შესასვლელი დასავლეთ კედლიდან აქვს, კარს შიგნიდან თარაზული გადახურვა აქვს. აღმ-ით უსწორმასწორო, ღრმა აფსიდია, სადაც შეისრულთაღიანი სარკმელი და ორი მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშაა. მსგავსი თითო ნიშა გრძივ კედლებშიცაა. აფსიდაში სარკმლის ქვემოთ და ჩრდ. ნიშის მარჯვნი, კედელზე, მიშენებულია სამწახნაგა ტრაპეზი. აფისიდის თაღი ოდნავ შეისრულია, დას კედელზე, შეისრულთაღიანი სარკმელია, დარბაზი გადახურულია ქარგილზე ასხმული შეისრული კამარით. ინტერიერი შელესილია. იატაკი მოპირკეთებულია კვადრატული ფილებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]