გრემის ყოჩისთავის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრემის ყოჩისთავის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის სასაფლაოზე. დათარიღებულია შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით, კირის ხსნარზე. ახლა დაზიანებულია: ჩამოცლილია სახურავი, ჩამონგრეულია ლავგარდანი, დაბზარულია კედლები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი თარაზულადაა გადახურული.

აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, სარკმლის ჩრდილოეთით და სამხრეთით მოწყობილია თითო ოთკუთხა ნიშა. თითო ვიწრო სწორკუთხა სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია ტრაპეზი. კონქის თაღი ნახევარწრიულია. დარბაზი გადახურულია ნახევარცილინდრული, ქარგილზე სხმული კამარით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]