გრაფი მონტე-კრისტო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრაფი მონტე-კრისტო
Louis Français-Dantès sur son rocher.jpg
ავტორი ალექსანდრე დიუმა
გარეკანის მხატვარი მ. ვალენტინი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ჟანრი სათავგადასავლო, ისტორიული, რომანსი
გამომცემელი Chapman & Hall
გამოცემის თარიღი 3
მედია ბეჭვდითი (სქელ და თხელ ყდიანი)
გვერდი 1312

გრაფი მონტე-კრისტო (ფრანგ. Le Comte de Monte-Cristo) — ალექსანდრე დიუმას სათავგადასავლო რომანი, რომელიც გამოიცა 1844-1846 წლებში. მსგავსად ბევრი მისი ნაწარმოებისა, დიუმა ამ რომანშიც იყენებს თავისი თანამშრომელი მწერლის, ავგუსტ მაკეს შეთავაზებულ სიუჟეტებს, რომელიც ძირითადად მოჩვენებებზე წერდა.[1]

ნაწარმოები მრავალჯერ იქნა ეკრანიზებული.

მოქმედება ვითარდება ახალგაზრდა ედმონ დანტესის გარშემო, რომელიც არის გემის კაპიტნის თანაშემწე და უახლოეს მომავალში უნდა გახდეს გემის კაპიტანი. თუმცა ის ადამიანები, რომელთანაც დანტესი მეგობრობს უდანაშაულოდ დასდებენ ბრალს საფრანგეთის სამეფოს ღალატში. ედმონს საკუთარ ნიშნობაზე აკავებენ და სამუდამოდ გზავნიან ციხესიმაგრე "იფში". ედმონი იქ 14 წელს გაატარებს და ამ დროის განმავლობაში შეშლილად გამოცხადებულ აბატ ფარიას გაიცნობს, რომელიც ბევრ რამეს ასწავლის ედმონს და ამასთან ერთად უანდერძებს უდიდეს ქონებას, რომელიც კუნძულ მონტე-კრისტოზე ინახება. 33 წლის ედმონი ციხიდან გაქცევას ახერხებს და აბატის ქონებას პოულობს. თავდაპირველად, ყველა თავის მეგობარს ეხმარება, ხოლო შემდეგ გრაფი მონტე-კრისტოს სახელით შურისძიებას იწყებს ადამიანებზე, რომელთაც ის სამუდამო პატომრობისათვის გაიმეტეს.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Schopp, Claude, Genius of Life, p. 325

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: