შინაარსზე გადასვლა

გრაპტოლითები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრაპტოლითები

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Graptolithina

გრაპტოლითები (ლათ. Graptolithina) — ამომწყდარ ზღვის კოლონიურ ცხოველთა ქვეტიპი ნახევრადქორდიანების (Hemichordata) ტიპისა. ცხოვრობდნენ კამბრიული პერიოდიდან კარბონულამდე. განსაკუთრებით ფართოდ იყვნენ გავრცელებული სილურულსა და ქვედა დევონურ პერიოდებში. ჰქონდათ ქიტინოვანი ჩონჩხი, იყო გრაპტოლითების როგორც ბენთოსის, ისე პლანქტონის ფორმები. ცნობილია 2 კლასი: Stereostolonata და Graptoloidea.