ნახევრადქორდიანები
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ნახევრადქორდიანები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Hemichordata | ||||||||||||
|
ნახევრადქორდიანები (Hemichordata) — ზღვის ფსკერის უხერხემლოების ტიპი მეორეულპირიანების ჯგუფისა. ქორდისმაგვარი ორგანოსა (ნოტოქორდა) და სალაყურე ხვრელების არსებობის, ნერვული ღეროს მდებარეობა და ემბრიონული განვითარების ზოგი თავისებურების გამო ქორდიანთა ქვეტიპად მიიჩნევდნენ. ქორდიანებისაგან განსხვავებით ნახევრადქორდიანების სხეული შედგება 3 განყოფილებისაგან: ხორთუმი ან თავის ფარი, საყელო და სხეული. ნახევრადქორდიანებს განეკუთვნება ნაწლავმსუნთქავნი და ბუმბულლაყუჩიანები, ხოლო ნამარხთაგან — გრაპტოლითები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 352.