გოქშოსებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოქშოსებრნი
Dipsacus fullonum
Dipsacus fullonum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Dipsacales
ოჯახი:  გოქშოსებრნი
ლათინური სახელი
Dipsacaceae

გოქშოსებრნი (ლათ. Dipsacaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. აქვთ მოპირისპირედ განლაგებული უთანაფოთლო ფოთლები, თავაკისებრ ყვავილედებად შეკრებილი, საბურვლით გარშემოხვეული წვრილი ყვავილები, თესლურა ნაყოფი.

ოჯახში 8-10 გვარი და 250-მდე სახეობაა. გავრცელებული არიან აღმოსავლეთ ნახევარსფეროში, ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, იშვიათად აღმოსავლეთ აზიაში და აღმოსავლეთ აფრიკის მთებში. კავკასიაში — 7 გვარი და 70 სახეობაა, საქართველოში — 7 გვარი და 38 სახეობა. მნიშვნელოვანი გვარებია, ფოლიო, გოქშო და სხვა. ზოგიერთ სახეობას იყენებენ დეკორატიული მიზნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]