ფოლიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფოლიო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Scabiosa

ფოლიო (ლათ. Scabiosa) — მცენარეთა გვარი გოქშოსებრთა ოჯახისა. ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახებია. თათისებრ დანაკვთული ან, იშვიათად, მთლიანი ფოთლები აქვთ. თავაკისებრ ყვავილედს შემოხვეული აქვს ბალახოვანი საბურვლის ფოთლები. ნაყოფი თესლურაა.

100-მდე სახეობა გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, აგრეთვე ევრაზიასა და აფრიკაში. საქართველოში დაახლოებით 20 სახეობაა გავრცელებული. იზრდება მშრალ და კლდოვან ადგილებზე, იშვიათად არიდულ მეჩხერ ტყეში და ზღვისპირა ქვიშაზე. სუბალპურ მდელოებზე, ფართოდაა გავრცელებული ცისფერყვავილიანი კავკასიური ცის ფოლიო (ლათ. Scabiosa caucasica); იგი ნაირბალახოვანი მდელოების ერთ-ერთი კომპონენტია. დეკორატიულია. ფოლიოს თითქმის ყველა სახეობა თაფლოვანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]