გორვანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გორვანელი
დაბადების თარიღი 1 აგვისტო, 1995(1995-08-01)[1] (28 წლის)
დაბადების ადგილი ზედა გორა, ვანის მუნიციპალიტეტი, საქართველო
ფსევდონიმი გორვანელი
საქმიანობა ფილოსოფოსი
მოქალაქეობა  საქართველო

გორვანელი, ლევან გოგაბერიშვილი (დ. 1 აგვისტო, 1995, ზედა გორა, ვანის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ფილოსოფოსი, პოეტი და არტკრიტიკოსი. 2017 წლიდან საზოგადოება „ქუთაისელის“ წევრი. 2019 წლიდან საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ქუთაისის ფილოსოფოსთა კლუბის დამფუძნებელი.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. იქვე გაიარა სამაგისტრო პროგრამა და 2020 წლის ივლისში მიენიჭა ფილოსოფია-რელიგიის კვლევების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.      

2014 წელს საზოგადოებრივ-კულტურულ პროცესებში აქტიურად ჩაერთო და მეგობრებთან ერთად დააფუძნა პოეზიის ჯგუფი „ედელვაისი“, რომელშიც 5 წევრი შედიოდა. ჯგუფმა 10 თვე იარსება და ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვნი წვლილი შეიტანა ქუთაისის ლიტერატურულ განვითარებაში; 2014-2017 წლებში გამართა პოეზიის არაერთი საღამო. არის 9 საუნივერსიტეტო და 14 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, 58 სამეცნიერო-პუბლიცისტური სტატიის ავტორი; 2016 წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული „არსებობის ეიდოსი“. იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ და სამეცნიერო პერიოდიკაში;

2018 წლის ბოლოს გამოაქვეყნა ორი წიგნი: წერილების, ესეებისა და მეცნიერული კვლევების კრებული „ატარაქსია“ და მოთხრობების კრებული „ფაიუმის პორტრეტი“, ამავე წლის დასაწყისში, დააფუძნა მეცნიერულ-ლიტერატურული ჟურნალი „აფინაჟი“ და მისი მთავარი რედაქტორია.

პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2019 წელს მიენიჭა ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი პოეტები, ენციკლოპედია, თბ., 2021, გვ. 96-97

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]