გორავ ჩოპრა
იერსახე
გორავ ჩოპრა | |
---|---|
მშობლიური სახელი | Gaurav Chopra |
დაბადების თარიღი | 4 აპრილი, 1979 |
ეროვნება | ინდოეთი |
პროფესია | მსახიობი |
აქტიური | 2004-დღემდე |
გორავ ჩოპრა (დ. 4 აპრილი, 1979) — ინდოელი ტელე-მსახიობი.
ცნობილია საცეკვაო შოუებში „Nach Baliye“ 2 და „Zara Nachke Dikha“-ში მონაწილეობით. ასევე გადაღებულია ჰოლივუდურ ფილმში „სისხლიანი ალმასი“. იყო „Tez Talwaar Ladke“-ს (ბიჭების გუნდი) წევრი. მასობრივი პოპულარობა მოუტანა „Colors TV“-ის საპნის ოპერამ „ორი ბედი“, სადაც შეასრულა რაგუვენდრა პრატაპ რათორის როლი. ამ როლისთვის მან მოიგო „ქოლორს გოლდენ პეტელის“ ჯილდო 2012 წელს. მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც იგი გახდა ინდური ტელე-შოუ „დიდი ჩართვის“ (Big Switch) მე-4 სეზონის წამყვანი და მენტორი. 2016 წლის თებერვალში ტელეკომპანია „იმედის“ მოწვევით ესტუმრა საქართველოს. იმავე წლის გაზაფხულზე მონაწილეობდა ტელეშოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“.