გონსალო დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გონსალო დე ბურბონი
Infante Gonzalo by Laszlo.jpg
დაბ. თარიღი 24 ოქტომბერი, 1914
მადრიდი, ესპანეთი
გარდ. თარიღი 13 აგვისტო, 1934, (19 წლის)
კარინტია, ავსტრია
ეროვნება ესპანელები
წოდება ესპანეთის ინფანტი
რელიგია კათოლიციზმი
მშობლები მამა: ალფონსო XIII, ესპანეთის მეფე
დედა: ვიქტორია ევგენია ბატენბერგელი

გონსალო დე ბურბონი (ესპ. Gonzalo de Borbón; დ. 24 ოქტომბერი, 1914 — გ. 13 აგვისტო, 1934) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ისა და დედოფალ ვიქტორია ევგენია ბატენბერგელის ნაბოლარა ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გონსალო დაიბადა 1914 წლის 24 ოქტომბერს მადრიდში. იგი იყო ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ვიქტორია ევგენია ბატენბერგელის ნაბოლარა შვილი და მეოთხე ვაჟი. მისი ნათლობის სრული სახელია გონსალო მანუელ მარია ბერნარდო ნარსისო ალფონსო მაურისიო. ბოლო სახელი მას ბიძამისის, მორის ბატენბერგელის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც პირველ მსოფლიო ომში მოკლეს გონსალოს ნათლობამდე სულ ცოტა ხნით ადრე. დედისაგან მას გენეტიკური დაავადება ერგო ჰემოფილიის სახით, რაც მას მთელი ცხოვრება სტანჯავდა, თუმცა იგი ასევე საკმაოდ სპორტული და აქტიური პიროვნება იყო. იგი ღრმა ბავშვობიდანვე ოცნებობდა ესპანეთის არმიაში მსახურობაზე.

1924 წლის მაისში, ცხრა წლის გონსალომ გაჭრა რეალ მადრიდის საფეხბურთო გუნდისათვის განკუთვნილი ახალი ჩამარტინის სტადიონი, სადაც მას უფლება მიეცა პირველად ეთამაშა ფეხბურთი.

1931 წელს ესპანეთში მონარქია დაამხეს, რესპუბლიკა ჩამოაყალიბეს და სამეფო ოჯახი ქვეყნიდან გააძევეს. გონსალო დედას გაჰყვა შვეიცარიაში, სადაც დაასრულა განათლების მიღება. 1934 წელს საზაფხულო არდადაგების გასატარებლად, გონსალო ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც იგი თავის დას, ბეატრისს შეხვდა. გონსალო და ბეატრისი ალპებში სრიალებდნენ და ჩამოსასრიალებლად საბაგიროთი გადაწყვიტეს მთაზე ასვლა, სადაც ბაგირი გაწყდა და ის საბაგირო, რომელშიც გონსალო და მისი და ისხდნენ ჩამოვარდა. ბეატრისი არ დაშავებულა, თუმცა გონსალოს მდგომარეობა მძიმედ იყო. მას მკერდის ძვალი ჰქონდა ჩამსხვრეული და შინაგანი სისხლდენა ჰქონდა, რამაც ორ დღეში, 1934 წლის 13 აგვისტოს, 19 წლის გონსალოს გარდაცვალება გამოიწვია. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს მადრიდში, ესკორიალის სამეფო აკლდამაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Burns, Jimmy (2012). "11". La Roja: How Soccer Conquered Spain and How Spanish Soccer Conquered the World. Nation Books. p. 86.