გომბორის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გომბორის ხიდი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში გადადებულია მდინარე გომბორის მარჯვენა უსახელო შენაკდზე. რომელიც ამ ადგილას რკინა-ბეტონის კალაპოტშია მოქცეული. აგებულია XIX საუკუნეში.

ხიდი ზომითა და ხასიათით სოლიდურია, ერთმალიანი, სამცენტრიანი თაღის ფორმისაა ( სიგრძე-10,2 მეტრი, სიგანე-6,4მეტრი, სიმაღლე მდინარის ზედაპკრიდან-7,5 მეტრი). ნაგებია აგურით. თაღის საყრდენი ბურჯები ნათალი ქვისაა და იმავე ჯიშის, რუსტირებული ქვითაა მოპირკეთებული.

დაზიანებულია. ხიდს მოაჯირი, აღარ აქვს. მარცხენა ბურჯს აკლია მოსაპირკეთებელი ქვების დიდი ნაწილი. ხიდი ამჭამადაც მოქმედია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]