გოკორ ჩივიჩიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გოკორ ჩივიჩიანი (სომხ. Գոքոր Չիվիչյան; დ. 10 მაისი, 1963, ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — სომეხი ძიუდოსა და შერეული საბრძოლო ხელოვნების ინსტრუქტორი. ამჟამად ჩივიჩიანი ავარჯიშებს პროფესიონალ და სამოყვარულო მებრძოლებს ჰაიასტან MMA აკადემიაში, ჩრდილოეთ ჰოლივუდში (კალიფორნია, შეერთებული შტატები).

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოკორ ჩივიჩიანი 2018 წელს, ერევანში

გოკორ ჩივიჩიანი ჩვიჩიანი, სამი ძიდან ყველაზე უმცროსი, დაიბადა ერევანში, სომხეთში. ჩივიჩიანმა ვარჯიში ადრეულ ასაკში დაიწყო. მან მოიგო ეროვული მცირეწლოვანთა ჩემპიონატები ძიუდოში, სამბოსა და ჭიდაობაში. 17 წლის ასაკში ჩივიჩიანი გადასახლდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. აქ იგი ვარჯიშობდა აშშ-ის ძიუდოს პირველი ჩემპიონის, ლენე ლებალის ზედამხედველობის ქვეშ.[1] გოკორ ჩივიჩიანი 1980-იან წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში მოგზაურობდა და ასპარეზობდა საბჭოთა კავშირში, ევროპაში, იაპონიაში, ტაილანდსა და მექსიკაში. 1991 წელს ჰაიასან MMA-ს აკადემიის გახსნისას, გოკორ ჩივიჩიანმა პროფესიონალური კარიერა დაუმარცხებელად დაასრულა მთლიანად სწავლაზე ფოკუსირდა.[2]

იგი 1998 წელს, Black Belt Magazine-მა "წლის ძიუდოს ინსტრუქტორიად" დაასახელა და მიიღო საკუთარი ადგილი პრესტიჟულ "დიდების დარბაზში".[3] ამ პერიოდის შემდეგ მან თავის სკოლაში წარმოშვა მებრძოლთა ახალი თაობა, რომელთა შორისაც არიან მაგალითად: მანველ გამბურიანი, საქო ჩივიჩიანი, ნილ მელანსონი, კარენ დარაბედიანი, რომან მითიჩიანი, რონდა რუზი, კარო კარიზიანი. ყველა მათგანი ასპარეზობდა ან ასპარეზობს UFC-სა და WEC-ში.[2][4]

2005 წლის თებერვალში, შეერთებული შტატების ჯიუ-ჯიცუს ფედერაციამ (ISJJF) მიანიჭა ძიუდოში მე-7 დანის წოდება.[5]

ბევრისთვის გასაკვირად, გოკორ ჩივიჩიანმა კვლავ იასპარეზა 2008 წლის USJA/USJF ზამთრის ნაციონალურში, ძიუდოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც ორივე ორგნიზაციის (USJA/USJF) მიერ იყო ჩატარებული.[6] მან ფინალში გარი ბუტსი დაამარცხა და შედეგად ოქროს მედალი მოიპოვა.[7][8]

ტურნირში ბოლოს მონაწილეობიდან მრავალი წლის გასვლის შემდეგ, გოკორმა მონაწილეობა მიიღო 2019 წლის „IBJJF Pan American Brazilian“-ის ჯიუ ჯიცუს ჩემპიონატზე, სამაგისტრო შავი ქამრის დონეზე. მან დაამარცხა BJJ-ის მსოფლიო ჩემპიონი, ვ. ოლივეირა და ოქოს მედალი მოიპოვა. ამ გამარჯვებით, გოკორი ალბათ ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ოქროს მედალი აიღო ელიტარულ საერთაშორისო შეჯიბრებებში (იგულისხმება: ძიუდო, სამბო და ბრაზილიელი ჯიუ ჯიცუ).[9]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ResuMMA.com - Interview with Gokor Chivichyan Archived 2008-05-11 საიტზე Wayback Machine.
  2. 2.0 2.1 Grant, T. P.. “Gods of War: Gokor Chivichyan“, Bloody Elbow, May 11, 2013. 
  3. Gokor Chivichyan: The King Of Sport-Sambo Submissions. Black Belt Magazine (May 2011). წაკითხვის თარიღი: August 19, 2018
  4. Markazi, Arash. “Gokor Chivichyan's influence felt“, ESPN.com, October 22, 2010. 
  5. Gokor Chivichyan - Southern California Representative. United States Ju-Jitsu Federation (2010-02-09). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2015-02-08. წაკითხვის თარიღი: 2015-02-08.
  6. United States Judo Association homepage
  7. USJA 2008 Winter Nationals Results, December 6 & 7. Goltz Judo. წაკითხვის თარიღი: August 19, 2018
  8. Gokor Chivichyan and Gary Butts Winter Nationals 08. YouTube (2009-02-09). წაკითხვის თარიღი: 2013-11-17.
  9. https://www.ibjjfdb.com/ChampionshipResults/1136/PublicResults