გოდფრი ბინაისა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოდფრი ბინაისა
უგანდის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ივნისი, 1979 – 12 მაისი, 1980
წინამორბედი იუსუფ ლულე
მემკვიდრე პაულო მუვანგა

დაბადებული 30 მაისი, 1920
ბუგანდა
გარდაცვლილი 5 აგვისტო, 2010
კამპალა, უგანდა
პოლიტიკური პარტია ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი

გოდფრი ბინაისა (დ. 30 მაისი, 1920, ბუგანდა — გ. 5 აგვისტო, 2010, კამპალა, უგანდა) — უგანდის სახელმწიფო მოღვაწე. უგანდის პრეზიდენტი 1979-1980 წწ.

სწავლობდა სამართალს ლონდონში, ინგლისის სამეფო კოლეჯში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გახდა ქვეყნის პირველი პროფესიონალი ადვოკატი. იყო უგანდის ეროვნული კონგრესის, ხოლო 1962 წლიდან უგანდის სახალხო კონგრესის წევრი. 1962-1968 წლებში დამოუკიდებელი უგანდის იუსტიციის მინისტრია. იდი ამინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 70-იან წლებში ემიგრაციაშია აშშ-ში და ეწევა საადვოკატო მოღვაწეობას. 1979 წელს დაბრუნდა სამშობლოში. 1979 წელს ტანზანიის გავლენით თანამდებობაზე შეცვალა ქვეყნის პრეზიდენტი იუსუფ ლულე. XX საუკუნის 80-90-იან წლებში ცხოვრობს ნიუ-იორკში და ეწევა საადვოკატო პრაქტიკას.

გარდაიცვალა 2010 წელს, უგანდაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]