შინაარსზე გადასვლა

გობის ალთაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გობის ალთაი
კოორდინატები: 44°53′48″ ჩ. გ. 101°34′36″ ა. გ. / 44.89667° ჩ. გ. 101.57667° ა. გ. / 44.89667; 101.57667
ქვეყანა მონღოლეთის დროშა მონღოლეთი
უმაღლესი წერტილი იხ-ბოგდო-ულა
სიმაღლე 3957 
სიგრძე 500 კმ
გობის ალთაი — მონღოლეთი
გობის ალთაი

გობის ალთაი (მონღ. Говь Алтайн нуруу) — მთათა სისტემა სამხრეთ მონღოლეთში. წარმოადგენს მონღოლეთის ალთაის სამხრეთ-აღმოსავლეთ გაგრძელებას. შეიცავს მშრალი ხეობებითა და ქვაბულებით გამოყოფილ იზოლირებული ქედებისა და მასივების ჯაჭვს.[1]

ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაენ გადაჭიმულია 500 კმ-ზე. გაბატონებული სიმაღლეებია 1500–2500 მ, მაქსიმალური სიმაღლე 3957 მ (მთა იხ-ბოგდო-ულა). მნიშვნელოვანია მთა ბაგა-ბოგდო (3600 მ). შტოქედებიდან აღსანიშნავია იხ-ბოგდინ-ნურუ.[2]

გარშემორტყმულია დახრილი ვაკეებით. აგებულია კრისტალური ფიქლებით, გრანიტებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. გობის ალთაი ძლიერ სეისმური რეგიონია.[1] 1957 წლის 4 დეკემბერს მოხდა 7.8–8.1 მაგნიტუდის კატასტროფული მიწისძვრა, რომელმაც 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.[3] 1958 წლის 7 აპრილს ბაიან-ცაგანის რაიონში აგრეთვე მოხდა ძლიერი მიწისძვრა.[4]

ქედის ქვედა სარტყელში უდაბნოს მცენარეულობა იზრდება, ზედა სარტყელში — სტეპური.[2]

  1. 1.0 1.1 Гобийский Алтай | Большая российская энциклопедия
  2. 2.0 2.1 Словарь современных географических названий. — Екатеринбург: У-Фактория. 2006.
  3. Bath, Markus (1973). Introduction to Seismology. the University of Michigan: Wiley
  4. Horizontal surface-slip distribution through several seismic cycles: The Eastern Bogd fault, Gobi-Altai, Mongolia