გლუვბალნიანი ფოქსტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გლუვბალნიანი ფოქსტერიერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 7-8 კგ.
სიმაღლე 38-39 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

გლუვბალნიანი ფოქსტერიერი (ინგლ. Smooth Fox Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XVIII საუკუნეში.

ოდესღაც ყველა ძაღლს, რომლებიც მელას თავის სოროში სდევნის, ინგლისში ფოქსტერიერს უწოდებდნენ (ინგლისური სიტყვა „FOX“ — მელა). ასე გაგრძელდა XIX საუკუნემდე, როდესაც დაიწყეს უშუალოდ ფოქსტერიერების მოშენება და ამ ძაღლების თანამედროვე ჯიშების გაჩენით დასრულდა. ოდესღაც ინგლისის ყოველ საგრაფოში ფოქსტერიერის საკუთარი ჯიში ჰყავდათ. შესაძლოა, თანამედროვე ფოქსებს ჯერ კიდევ შეუნარჩუნდათ გადაშენებული თეთრი ჩეშირული და შროპშირული ტერიერები და ბიგლის გენები. ოდესღაც კლასიკური მუშა ძაღლი, დღეს გლუვბალნიანი ფოქსტერიერი სულ უფრო ხშირად გვხვდება სასიამოვნო, თუმცა თავნება კომპანიონის სახით. მოთმინება და დაჟინება დაგეხმარებათ დამჯერი გახადოთ ეს სპორტული გართობების მოყვარული ძაღლი. ზოგიერთ ფოქსტერიერს ასწავლიდნენ მოკლული ნადირის მოტანას, ზოგიც წარმატებულად გამოდიოდა ცირკის არენაზე.

ენერგიული და სიცოცხლლისმოყვარული, სუფთა ჰაერზე სირბილზე გადარეული, გლუვბალნიანი ფოქსტერიერი თავს საუკეთესოდ ქალაქგარეთ გრძნობს. მას აქვს ხშირი, სწორი ბალანი, რომლის შეფერილობა შეიძლება იყოს თეთრი შავით, სამფერიანი — შავი, ჟღალი, თეთრი. ზომიერად სქელი, V_ს მსგავსი ყურები, კარგად განვითარებული ყბები, მრგვალი, მუქი თვალები. გლუვბალნიანი ფოქსტერიერი კარგად იტანს სიცივეს და სიცხეს, ძნელად იწვრთნება, ძნელად ეგუება სხვა ძაღლებს, კარგი მოდარაჯეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: