გლაზგოს მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გლაზგოს მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
ქალაქი გლაზგო
გახსნის თარიღი 14 დეკემბერი 1896 წ.
ხაზის სიგრძე 10,4 კმ.
სადგურთა რაოდენობა 15
ხაზთა რაოდენობა 1
მგზავრები დღეში 39 698 (2007/2008 წ.)
მგზავრები წელიწადში
ხაზების სქემა

გლაზგოს მეტროპოლიტენი (ინგლ. Glasgow Subway) — შოტლანდიის უდიდესი ქალაქის გლაზგოს მიწისქვეშა სწრაფი ტრანსპორტის სისტემა. გაიხსნა 1896 წლის 14 დეკემბერს და ლონდონის მეტროპოლიტენისა და ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს სიძველით. შედგება ერთი წრიული ხაზისა და 15 სადგურისგან, საერთო სიგრძე 10,4 კმ-ია, მთელ ხაზზე გადაადგილების დრო 24 წუთი. გამოიყენება უჩვეულოდ ვიწყო ლიანდაგი 1219 მმ სიგანით. გვირაბების დიამტრიც ჩვეულებრივზე მცირეა — 3,35 მ. საშუალო სიღრმეა 10 მ. 2005-06 წლების მონაცემებით მგზავრთა ნაკადი წლიურად 13,6 მლნ ადამიანს შეადგენს (დღიურად 36 ათას მგზავრს). აღსანიშნავია, რომ მეტროს 1936 წლამდე გლაზგოს რკინიგზა ერქვა, 1936 წლიდან კი გლაზგოს მეტროპოლიტენი ეწოდება.

სადგური ჳესთ სთრითი

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხაზი სრული დატვირთვით 1896 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა და მას მერე აღარ გავრცობილა. თავდაპირველად საბაგირო გაწევა გამოიყენებოდა, ერთიანი კაბელი მოქმედებაში ერთ ორთქლის მანქანას მოჰყავდა. 1935 წელს ხაზი ქალაქს გადაეცა არარენტაბელურობის გამო, ამავე წელს სრული ელექტროფიცირებაც ჩატარდა. 1977-80 წლებში მეტროსისტემა სრულად დაიხურა რეკონსტრუქციისთვის. ერთი სადგური (Merkland Street) საერთოდ დაიხურა და სადგურ Partick-ით შეიცვალა. გვირაბები და სადგურები სრულფასოვნად იქნა გადაკეთებული. ქალაქის ხელისუფლების განცხადების შემდეგ, რომ გარემონტებისთანავე მეტრო საათივით იმუშავებდა და ახალი შემადგენლობის ნარინჯისფერი შეფერილობის გამო მეტროპოლიტენს "დასაქოქი ფორთოხალი" უწოდეს.

ამგვარად, გლაზგოს მეტროპოლიტენი თავისი არსებობის 114 წლის მანძილზე არასდროს გაუფართოებიათ. არსებობს ქსელის გაფართოების გეგმები, თუმცა, მუშაობა ამმხრივ არ დაწყებულა.

სადგურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სადგურები მდინარე კლაიდის ორივე ნაპირზე არის განლაგებული: 8 ჩრდილოეთ ნაპირზე, 7 სამხრეთისაზე. ყველა სადგური მიწისქვეშაა, 12 სადგურს კუნძულისმაგვარი პლატფორმა აქვს, გვერდითი პლატფორმები მხოლოდ შემდეგ სადგურებზეა: Partick, Govan და St. Enoch. პლატფორმები სადგურებზე ვიწროა: სიგანე დაახლოებით 3 მეტრია. სიგრძე 40 მეტრი, გათვლილია 3 ვაგონზე. პლატფორმის სიმაღლე ლიანდაგების დონიდან 65 სმ-ია. ხაზზე სამი გადასაჯდომი სადგურია: Partick, Buchanan Street და St. Enoch. მეტროპოლიტენი მუშაობს 6:30-დან 23:30-მდე 4-8 წუთიანი ინტერვალით ყოველდღიურად, გარდა კვირისა. კვირაობით სამუშაო დრო შეზღუდულია 11:00-18:00, ინტერვალია 8 წთ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]