გიულისტანის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიულისტანის სასახლე
კოორდინატები ბაქო, აზერბაიჯანი
მდებარეობა ნ. გაძჟებეკოვი და ა. ამირხანოვი

გიულისტანის სასახლე (აზერ. Gülüstan sarayı) — საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა დიდი მრალალფუნქციური რესტორნის დარბაზით, რომელიც განლაგებულია ქალაქ ბაქოში, მთის ქანობზე, რომლის თავზეც განლაგებულია შეჰიდთა ხეივანი.

გიულისტანის სასახლე აშენდა 1980 წელს აზერბაიჯანის სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს მოადგილის მშენებლობის დარგში ალიშ ლემბერანსკის ინიციატივით. სასახლის არქიტექტორები არიან ნ. ჰაჯიბეკოვი და ა. ამირხანოვი, კონსტრუქტორები — ნ. ისმაილოვი და კ. კერიმოვი. პროექტი დამუშავდა საპროექტო ინსტიტუტ ბაქგიპროგორში. 1982 წელს სასახლის საავტორო კოლექტივი (არქიტექტორები ნ. ჰაჯიბეკოვი და ა. ამირხანოვი, კონსტრუქტორები — ნ. ისმაილოვი და კ. კერიმოვი, ინჟინერები ფ. რუსტამბეკოვი და ტ. შჩარინსკი, მშენებლები ტ. აჰმედოვი და ა. კევორკოვი) დაჯილდოვებულ იქნა აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო პრემიით.

სასახლე გათვლილი იყო როგორც ქალაქის, ასევე რესპუბლიკის მასშტაბის მასობრივი და საზოგადოებრივი ღონისძიებების: კონცერტების, საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად და ა.შ.

1994 წლის 20 სექტემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ნავთობ კომპანიების საერთაშორისო კონსორციუმს შორის ხელშეკრულებას („საუკუნის კონტრაქტს“) ხელი მოეწერა გიულისტანის სასახლეში.[1]

გუილისტანის სასახლეში ჩატარდა ასევე ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა: აზერბაიჯანის პრესის 135 წლისთავთან დაკავშირებული იუბილე (2010), საერთაშორისო ჰუმანიტარული ფორუმი (2011), აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 20 წლისთავი და სხვა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Зонн И. С. Каспийская энциклопедия. 2004