გირჩა სოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გირჩა სოკო
2006-09-03 Strobilomyces strobilaceus 2.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  ბოლეტუსისებრნი
გვარი:  გირჩა სოკოები
სახეობა:  გირჩა სოკო
ლათინური სახელი
Strobilomyces strobilaceus

გირჩა სოკო (ლათ. Strobilomyces strobilaceus) — ქუდიანი სოკო ბოლოტუსისებრთა ოჯახისა, ქუდის (დიამეტრი 4-10 სმ) ბალიშისებრი ზედაპირი დაფარულია კრამიტისებურად გაწყობილი მსხვილი კონუსისებრი ქერცლებით, წააგავს წიწვოვანთა გირჩას და მონაცრისფრო-მოყავისფროა. ქუდის ქვედა მხარეს ჰიმენოფორი მილისებრია, ფორები კუთხოვანია, მოთეთრო-მონაცრისფრო, ფეხის სიგრძე 10-15 სმ, სისქე 1-2 სმ აღწევს, ნაცრისფერი ან შავია. ფეხზე აქვს მოთეთრო, ცილინდრული საყელო, რომლის ქვემოთ ფეხის ზედაპირი დაფარულია ფიფქოვანი ქერცლით. რბილობი თავდაპირველად თეთრია, შემდეგ წითლდება და ბოლოს შავდება. იზრდება ერთეულებად ნესტიან წიწვოვან და ფოთლოვან ტყეში, განსაკუთრებით წიფლნარში კარბონატულ ნიადაგზე ზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით. საქართველოში გვხვდება ყველგან. საჭმელად ვარგისია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]