გიორგი ხერგიანის დარბაზ-მაჩუბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი ხერგიანის დარბაზ-მაჩუბიარქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ერთიან კომპლექსად შეკრული ნაგებობები კარმიდამოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს იკავებს. დარბაზ-მაჩუბი სამხრეთისკენ დაქანებულ რელიფეზე დგას, ამიტომაც ჩრდილოეთი ფასადის პირველი სართული და აღმოსავლეთ-დასავლეთის ფასადების ნაწილი მიწით არის დაფარული, სამხრეთი მთლიანად გახსნილია ეზოსკენ. ის ნაგებია ნატეხი ქვით კირ-დუღაბზე, გადახურვისთვის ნაგებობის დასავლეთ ნაწილზე გამოყენებულია ყავარი, ხოლო დაზიანების გამო აღმოსავლეთი ნაწილი თუნუქის საბურავებით არის გადახურული. ნაგებობას ეტყობა გვიანი შეკეთების კვალი. სამხრეთ ფასადზე შემორჩენილია ავთენტური საფასადე ნალესობა, რომელიც ჭვარტილსგან გაშავებულია. კედლის პირველ სართულზე აღმოსავლეთ მონაკვეთში გაჭრილია თაღოვანი ფორმის მოზრდილი კარი, დასავლეთ მონაკვეთში კიდევ ერთი მცირე ზომის ოთხკუთა ფორმის კარი და ერთი სარკმელი. მეორე სართულის დონეზე ოთხკუთა ფორმის კარი და სარკმელია, დღესდღეობით მიშენებული აქვს ხის აივანი. დასავლეთ ფასადზე გაჭრილია დარბაზში შესასვლელი კარი, ხოლო ჩრდილოეთი და დასავლეთი ყრუ კედლებია. ნაგებობის ინტერიერი მძიმე მდგომარეობაშია, მაჩუბის თითოეული კედელი დანესტილია და მრავლადაა გამოამრილების კვალი, შემორჩენილია ცხოველთა ხის სადგომი ლეჭუნდირი. დარბაზ-მაჩუბს შეძლებისდაგავრად შენარჩუნებული აქვს პირვანდელი იერსახე, არ არის ნაგებობის პირვანდელი გეგმარება დარღვეული და თავისუფალია გვიანი პერიოდის მინაშენებისგან. თავისი თავშეკავებული გაფორმებით და პროპორციების საშუალებით, დასავლეთით მდგომ კოშკთან ერთად ორგანულად ეწერება უბნის საერთო განაშენიანებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38157