გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი — სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილი.

დაარსდა 1960 წლის 1 ივლისს თბილისში, როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებაში აღმოსავლეთმცოდნეობის დარგში მომუშავე განყოფილებათა და ჯგუფების ბაზაზე. 1973 წელს მიენიჭა ინსტიტუტის შექმნის ინიციატორის და პირველი დირექტორის (1960-1973) გიორგი წერეთლის სახელი. წერეთლის შემდეგ ინსტიტუტს ხელმძღვანელობდნენ: თამაზ გამყრელიძე (1973-2010) და გიორგი სანიკიძე (2010 წლიდან). 2010 წელს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა.

ინსტიტუტი შეისწავლის ძველი, ახლო და შუა აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიას, კულტურას, ლიტერატურას და ენებს, აღმოსავლეთის ხალხთა სოციალურ-ეკონომიკურ ისტორიას, საქართველოს და აღმოსავლეთის ხალხთა კულტურულ-ისტორიულ და პოლიტიკურ ურთიერთობას და სხვ.

ინსტიტუტში ფუქციონირებს ძველი აღმოსავლეთის ენათა, სემიტოლოგიის, ინდურ-ირანული, სპარსული ფილოლოგიის, თურქოლოგიის, ბიზანტიოლოგიის, ახლო აღმოსავლეთის შუა საუკუნეების ისტორიის, ახლო და შუა აღმოსავლეთის ახალი და უახლესი ისტორიის, განყოფილებები და ზოგადი ფონეტიკისა და აღმოსავლურ ენათა ტიპოლოგიის ლაბორატორია. 1993 წელს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტთან დაარსდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა კვლევის საერთაშორისო ცენტრი, 1991 წელს — გ. ჩიქოვანის ინიციატივა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, რომელიც 2008 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის შემადგენლობაში გადავიდა.

ძირითადი შრომები და თემატური კრებულები: „აღმოსავლური ფილოლოგია: (ტ. 1–5, 1969–83), „მახლობელი აღმოსავლეთის ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ (ტ. 1–2, 1975–76), „სემიტოლოგიური შტუდიები“ (ტ. 1–5, 1983–91). „ტიპოლოგიური ძიებანი“ (ტ. 1, 1987), „სპარსულ-ქართული ცდანი“ (I–II, 1983– 87), პერიოდული გამოცემები და კრებულები: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“ (1991 წლიდან), „თანამედროვე ახლო აღმოსავლეთი“ (2013 წლიდან) და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიუნაშვილი ჯ., აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, «მაცნე». ენისა და ლიტერატურის სერია, 1987, № 3.
  • ახვლედიანი ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]