გიორგი ქსნის ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი ქსნის ერისთავი — ქსნის ერისთავი 1774-1777 წლებში, ყულარაღასი. ხშირად ეურჩებოდა ერეკლე II-ს და ლეკთა დაქირავებული რაზმით არბევდა ქართლის სოფლებს. ცოლად ჰყავდა ერეკლე II-ის ასული.[1]

1777 აჯანყდა. ერეკლე II-მ შესარიგებლად მოციქულები გაუგზავნა, მაგრამ გიორგი ქსნის ერისთავი არ დაემორჩილა. მაშინ მეფემ გიორგი და ლევან ბატონიშვილების მეთაურობით ჯარი გაგზავნა საერისთავოში. მათ საერისთავოს ციხეები აიღეს, ერისთავი შეიპყრეს და თბილისში ჩაიყვანეს (1777 დეკემბერი). ერეკლე II-მ გიორგი ქსნის ერისთავს შეუნარჩუნა, მაგრამ საერისთავო გააუქმა, მისი დიდი ნაწილი სახასოდ გამოაცხადა და გიორგი და იულონ ბატონიშვილებს გადასცა. ერისთავის შვილებს დარჩათ მცირე მამული გვერდისძირზე და შიდა ქართლში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კაკაბაძე ს., „საქართველო ერეკლე II-ს დროს“ // შვიდი მნათობი : ჟურნალი, 1919, № 2.