გიორგი ქოზიბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ღირსი გიორგი ქოზიბელი — ქრისტიანული ეკლესიის წმინდანი. მისი ხსებნების დღეა - ძვ.სტ. 8 იანვარი (ახ. სტ. 21 იანვარი).

დაიბადა კუნძულ კვიპროსზე. მშობლების სიკვდილის შემდგომ გაემგზავრა პალესტინაში წმინდა ადგილების მოსალოცად, რის შემდეგადაც ის მდ. იორდანესა და იერუსალიმს შორის მდებარე ქოზიბის მონასტრის საძმოში დაემკვიდრა. გარკვეული დროის შემდეგ მარხვის, ლოცვისა და მღვიძარების მოყვარული მამა ბერებმა იღუმენად აირჩიეს. ღირსი მამა მშვიდობით მიიცვალა ღრმა სიბერეში VII საუკუნეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.