გიორგი ოლთისარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი ოლთისარი — XI საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწე, ათონელი ბერი, წარმოშობით ოლთისიდან. ცნობები მის შესახებ დაცულია „გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში“.

ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი 1066 წლიდან. გიორგის წინამძღვრობის დროს მისი წინამორბედის, გიორგი მთაწმინდელის ნეშტი ივერთა მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაასვენეს და გიორგი მაშენებელის გვერდით დაკრძალეს. გიორგი ოლთისარის მოღვაწეობის დროს მონასტერს მფარველობას უწევდა ბიზანტიის დედოფალი, ბაგრატ IV-ს შვილი მარიამი; ათონზე გრძელდებოდა მწიგნობრული საქმიანობა, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული თვით გიორგიც. ამას ადასტურებს მისი მოხსენიება არაერთი ხელნაწერის კოლოფონში (განსაკუთრებით აღსანიშნავია 1074 წლის „ათონის კრებული“ A-558). 1071 წელს გიორგის მეცადინეობით ივერთა მონასტერმა დაიბრუნა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლების მიერ მელიციანში (სტრიმონის თემი, საბერძნეთი) მითვისებული მიწები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • «Георгий Олтисари». სტატიები "Православная Энциклопедия"-დან // შრომები : [ტ.] 3: ნარკვევები, სამეცნიერო წერილები, საენციკლოპედიო სტატიები... / ე. გაბიძაშვილი. - თბ., 2011. - გვ.365-431.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]