ათონის კრებული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ათონის კრებული“ეტრატზე შესრულებული ქართული ხელნაწერი. შეადგინა მიქელ დაღალისონელმა 1074 წელს, ათონის ივერთა მონასტერში გიორგი ოლთისარის ხელშეწყობით. კრებულს სამი რედაცია გაუვლია: მონასტრის მამამთავართა იოანე და ექვთიმე მთაწმიდლების სახსოვრად შედგენილი, მათი ცხოვრების ამსახველი კრებულიდან (I რედაქცია) ის იქცა საბერძნეთში მოღვაწე ქართველ მამათა სახსოვარ კრებულად (II რედაქცია) და ბოლოს გამოყენებულ იქნა სააღაპე წიგნად (III რედაქცია). კრებული საქართველოს ისტორიისა და ძველი ქართული ლიტერატურის ჩინებული წყაროა. დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (A-558).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]