გიორგი მინდელის ხიდი
იერსახე
გიორგი მინდელის ხიდი — დიდი დიღმისა და ზღვისუბნის (ყოფილი თემქა) მიმდებარე ტერიტორიების დამაკავშირებელი ხიდი თბილისში, მდინარე მტკვარზე. ადრე დიღმის ხიდი ერქვა. აშენდა 1989 წელს; კონსტრუქტორი — ხ. ხაჭაპურიძე. 1994 წელს ხიდს ინჟინერ-მშენებელ გიორგი მინდელის სახელი დაერქვა. 592-მეტრიანი, თორმეტმალიანი ნაგებობა ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ხიდია საქართველოში. ფაქტობრივად, ის ორი პარალელური ხიდისგან შედგება - თითოეულის სიგანეა 17 მ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 122, ISBN 978-99928-20-35-3.
- სარალიძე, ა., „თბილისის ხიდები“, გვ. 21, „ტფილისის ჰამქარი“, თბილისი, 2012