გიორგი ვალკოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ვალკოვიჩი
დაბადების თარიღი

1833 წელი,

ედირნე, ოსმალების იმპერია
გარდაცვალების თარიღი

1892 (58–59 წლის),

კონსტანტინოპოლი (ამჟამად, სტამბოლი)

გიორგი ვალკოვიჩი[1] (ბულგ. Георги Вълкович Чолаков) (1833 წელი – 1892 წლის 26 თებერვალი [ძვ. ს. 14 თებერვალი]) — ბულგარელი ფიზიკოსი, დიპლომატი და კონსერვატორი პოლიტიკოსი. ოსმალეთის იმპერიის წამყვან სამხედრო ქირურგებს შორის, 1878 წელს ბულგარეთის გათავისუფლების შემდეგ, ვალკოვიჩი კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. სტეფან სტამბოლოვის მთავრობის დროს (1887–1894 წლები), ვალკოვიჩი იყო ბულგარელი დიპლომატი კონსტანტინოპოლში (სტამბოლი), სადაც იგი პოლიტიკურმა ოპონენტებმა შეიწირეს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ვალკოვიჩი დაიბადა ოსმალთა ქალაქ ედირნეში, რომელიც მდებარეობდა აღმოსავლეთ თრაკიაში (ამჟამად, ედირნე არის თურქეთში და ბულგარულ ენაზე ცნობილია, როგორც Одрин, Odrin). მამამისი იყო გავლენიანი და მდიდარი კოპრივშტიცელი ჩოლაკოვების ოჯახის წევრი. ვალკოვიჩმა სწავლა დაიწყო პლოვდივიში და 1857 წელს დაამთავრა სამხედრო მედიცინის აკადემია კონსტანტინოპოლში. სწავლის დასრულების შემდეგ, იგი მუშაობდა ქირურგად და ლექტორად სამხედრო მედიცინის აკადემიაში, რომელიც მდებარეობდა საიმპერატორო დედაქალაქში. 1860 და 1863 წლებს შორის, ვალკოვიჩი გადასახლდა პარიზში, საფრანგეთში, როგორც სამედიცინო მიმართულების დოქტორანტი. 1865 წელს, ვალკოვიჩი მცირე ხნით იყო მთავარი ფიზიკოსი დამასკოს ცენტრალურ ჰოსპიტალში. 1870–1871 წლებში, ვალკოვიჩი ხელმძღვანელობდა ჰოსპიტალს კონსტანტინოპოლში, ხოლო 1872 წლისთვის, იგი დააწინაურეს პოლკოვნიკის პოსტზე ოსმალეთის არმიაში. 1875 წელს, იგი შეუერთდა ბულგარეთის სალიტერატურო საზოგადოებას (ამჟამად, ბულგარეთის სამეცნიერო აკადემია), როგორც ასოცირებული წევრი; მას მიენიჭა სრულუფლებიანი წევრობა 1884 წელს.[2][3]

1878 წელს ბულგარეთის გათავისუფლების შემდეგ, გიორგი ვალკოვიჩი გახდა გავლენიანი ფიგურა ბულგარეთის პოლიტიკაში. კონსერვატიული პარტიის წამყვან წევრებს შორის, ვალკოვიჩი აირჩიეს პარლამენტში, კერძოდ, 1879 წლის პირველი მოწვევის დამფუძნებელ კრებასა და 1882–1883 წლების მე-3 მოწვევის დამფუძნებელ კრებაში. 1879 წელს, იგი დანიშნეს სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და სახალხო შენობების დირექტორად; 1881 წელს, ვალკოვიჩი ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ რუმელიის ფოსტისა და ტელეგრაფის განყოფილებას. ალექსანდრ ბატენბერგის პროქსი რეჟიმების დროს (1881–1883 წლები), ვალკოვიჩი იყო საგარეო საქმეთა და რელიგიური მიმდინარეობების მინისტრი (1881–1883 წლები) და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე (1883 წელი).[2][3]

1885 წლის სერბეთ-ბულგარეთის ომის დროს, ვალკოვიჩი ხელმძღვანელობდა ბულგარეთის ყველა ჰოსპიტალს. 1886 წელს, იგი დაინიშნა ალექსანდროვსკას ჰოსპიტლის დირექტორად. ერთი წლის მოგვიანებით, ვალკოვიჩი გააგზავნეს კონსტანტინოპოლში, სადაც წარდგა ოსმალეთის იმპერიაში ბულგარეთის სამთავროს დიპლომატიური დეპუტატის სახით. ეს იყო პოზიცია, რომელსაც იგი იკავებდა გარდაცვალებამდე.[3] იმ დროს, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური პოზიცია ბულგარელთა გადმოსახედიდან, რადგან ბულგარეთი ჯერ კიდევ დე-იურედ ოსმალეთის ვასალი იყო. თვითონ ადგილი, შემონახული იყო გამოცდილი პოლიტიკოსებისთვის.[4] ვალკოვიჩი მოიაზრებოდა სტეფან სტამბოლოვის აქტიური დიპლომატიური პოლიტიკის დამფუძნებლებს შორის, რომელიც, თავის მხრივ, მიზნად ისახავდა ბულგარელთა მიმართ მოპყრობის გაუმჯობესებას ოსმალთა იმპერიის ფარგლებში.[2]

1892 წლის 26 თებერვალს [ძვ. ს. 14 ნოემბერს] სტამბოლოვის მთავრობის მოწინააღმდეგეებმა გიორგი ვალკოვიჩი მოკლეს.[3] მკვლელობა განახორციელეს დიმიტარ ორლოვკიმ და დრაჟევმა. ისინი იყვნენ ბულგარელი რუსოფილი ემიგრანტები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ სტამბოლოვის პროდასავლურ და ანტირუსულ პოლიტიკას. რუსეთის მთავრობამ იცოდა, რომ იგეგმებოდა მკვლელობა, თუმცა წინასწარი განზრახვით არცერთი მხარის ოფიციალურ პირებს არ შეატყობინა. 12 თებერვალს, ორლოვსკი და დრაჟევი, რომელთაც საკარნავალო კოსტიუმები ემოსათ, ვალკოვიჩს ჩაუსაფრდნენ კონსტანტინოპოლში ბულგარეთის საკონსულოს მიმდებარედ. სანამ დრაჟევი მკვლელის დასაცავად ზურგსუკან დარჩა, ორლოვსკიმ მუცელში დაჭრა ვალკოვიჩი. ორივე თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა ხალხის მასაში.[4] ვალკოვიჩი გარდაიცვალა ჭრილობებისგან ორი დღის მოგვიანებით,[4] და იგი დაკრძალეს პლოვდივში.[2]

თავის წიგნში თანამედროვე ბულგარეთის შენობები, მწერალმა, დიპლომატმა და პოლიტიკოსმა სიმეონე რადევმა ვალკოვიჩი აღწერა, როგორც: „ელეგანტური, იუმორისტული, გასართობი-სასიყვარულო, იგი იყო სრულყოფილი სოციალური ფიგურა; ექსტრაორდინალური გამჭრიახი, ის ასევე არ იყო მოკლებული ცბიერებას“.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Valkovich may also be transliterated as Vulkovich or Vǎlkovič.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Ташев, Ташо (1999). Министрите на България 1879-1999 (bg). София: АИ „Проф. Марин Дринов“ / Изд. на МО. /. ISBN 978-954-430-603-8. 
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Бакалов, Георги (2003). „Вълкович, Георги (Г. В. Чалъков) (1833–14.II.1892)“, Електронно издание "История на България" (bg). София: Труд, Сирма. ISBN 954528613X. 
  4. 4.0 4.1 4.2 Благов, Крум (2000). „46. Убийството на д-р Вълкович“, 50-те най-големи атентата в българската история (bg). Репортер. ISBN 954-8102-44-7. 
  5. Радев, Симеон. „II. Пълномощията“, Строителите на съвременна България, 2nd (bg).