აღმოსავლეთი რუმელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Bulgaria-SanStefano -(1878)-byTodorBozhinov.png

აღმოსავლეთი რუმელიაოსმალეთის იმპერიაში შემავალი ავტონომიური პროვინცია (ვილაიეთი) (მთავარი ქალაქი - პლოვდივი), რომელიც ბერლინის კონგრესის (1878) გადაწყვეტილებით შეიქმნა სამხრეთ ბულგარეთის ტერიტორიაზე, დასახლებული იყო ძირიტადად ბულგარელებით. მართავდნენ გენერალ-გუბერნატორები (1884-მდე ა. ბოგორიდი, შემდეგ გ. კრისტევიჩი), რომლებსაც ევროპის დიდი სახელმწიფოების თანხმობით 5 წლით ნიშნავდა ოსმალეთის სულთანი. სულთანს ჰქონდა აგრეთვე აღმოსავლეთ რუმელიაში ჯარების შეყვანის უფლება.

პროვინციის შინაგანი წყობა განისაზღვრებოდა საერთაშორისო კომისიის მიერ შემუშავებული ე. წ. ორგანული წესდებით. 1885 წ. 6 (18) სექტემბრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების შედეგად აღმოსავლეთი რუმელია ბულგარეთს შეუერთდა. ბულგარეთის გაერთიანების წინააღმდეგი იყო სერბეთის სამეფო, ავსტრია-უნგრეთი და ოსმალეთი. სერბეთის სამეფოს მიაჩნდა, რომ ბულგარეთის გაერთიანება დაარღვევდა ძალთა ბალანსს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. 1885-86 წლების ომი ბულგარეთსა და სერბეთს შორის ბულგარეთის გამარჯვებით დასრულდა. 1886 წლის ბუქარესტის ხელშეკრულებამ სერბეთს დაუბრუნა ომის დროს ბულგარეთის მიერ დაკავებული მიწები, მაგრამ ცნო ბულგარეთის გაერთიანება. 1886 წლის თებერვალში აღმოსავლეთ რუმელიის გენერალ-გუბერნატორად დანიშნა ბულგარელი მთავარი ალექსანდრ ბატენბერგი. 1886 წლის 6 აპრილს ოსმალეთის იმპერიამ ცნო ბულგარეთის გაერთიანება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Делев, Петър (2006). История и цивилизация за 11. клас (Bulgarian). Труд, Сирма. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: