გიორგი გამყრელიძე (კალათბურთელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Wikitext-ka.svg ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი.
სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|გიორგი გამყრელიძე (კალათბურთელი)}}
Disambig-dark.svg ტერმინს „გიორგი გამყრელიძე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გიორგი გამყრელიძე (მრავალმნიშვნელოვანი).
გიორგი გამყრელიძე
უკანა ხაზი (გამთამაშებელი)
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 4 თებერვალი, 1986 (1986-02-04) (36 წლის)
თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
სიმაღლე 185 სმ
წონა 78 კგ
კარიერა
კარიერის ისტორია
2000-2001 შევარდენი თბილისი
2001-2002 სკ თსუ (თბილისი)
2002-2003 აკადემია თბილისი
2003-2005 დინამო (თბილისი)
2005-2006 ფიუსტენფელდ (ავსტრია)
2006-2009 რუსთავი
2009-2010 მიტელდოიჩერი (გერმანია)
2010-2011 გისენი (გერმანია)
2011-2012 ოლიმპი (თბილისი)
2012-2013 არმია
2013-2015 დინამო (თბილისი)
2015-2016 რუსთავი
2016-2017 სკ ტიტები (თბილისი)
როგორც მწვრთნელი:
2019-2020 სკ ტიტები (თბილისი)
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები

სუპერლიგის MVP 2009

საქართველოს თასის ფინალის MVP 2015

საქართველოს ჩემპიონი 2007, 2008, 2009. 2014

საქართველოს თასი 2004, 2009, 2015

საქართველოს სუპერთასი 2007, 2008

დუდუ დადიანის მემორიალი 2006, 2007, 2008, 2012

ქორქია-საკანდელიძის მემორიალი 2007, 2009, 2014

როგორც მწვრთნელი:

საქართველოს თასი 2019

გიორგი გამყრელიძე (დ. 4 თებერვალი, 1986, თბილისი, საქართველო) — გიორგი გამყრელიძე, ვეტერანი ქართველი კალათბურთელი(გამთამაშებელი), საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე.

ამჟამად, არის საკალათბურთო კლუბ ტიტების პრეზიდენტი.

გამყრელიძემ უმაღლეს ლიგაში თამაში, 2000 წელს შევარდენის რიგებში დაიწყო, მალევე დინამო თბილისში გადავიდა.

კარიერის საწყის წლებში ყველაზე წარმატებული პერიოდი, რუსთავის ენერჯი ინვესტის რიგებში გაატარა, სადაც სამჯერ  ზედიზედ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ერთხელ კი თასის  მფლობელი.

2008-2009 წლების სეზონში  სუპერლიგის mvp  გახდა და კარიერა გერმანიის უმაღლეს ლიგაში განაგრძო, თითო-თითო სეზონი გაატარა, მიტელდოიჩერში და გისენში.

2012-2017 წლებში კვალავ საქართველოს სუპერლიგას დაუბრუნდა, კარიერა 2017 წელს, მის მიერ შექმნილ სკ ტიტებში დაასრულა.

პრეზიდენტობასთან ერთად, სკ ტიტების მთავარი მწვრთნელი გახლდათ, 2019 წლის იანვრიდან, 2020 წლის მაისამდე.

2019 წელს, ტიტებს არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული საქართველოს თასი მოაგებინა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან ერთად, ორჯერ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე(2011 და 2017 წელს). ჯამში ნაკრების მაისური 39 შეხვედრაში მიიღო.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]