გიორგი ასათიანი
გიორგი ირაკლის ძე ასათიანი (დ. 10 ივნისი, 1914, ქ. ბორზია, ჩიტის ოლქი ― გ. 17 ნოემბერი, 1977, თბილისი) — ქართველი დოკუმენტური კინოს რეჟისორი და ოპერატორი, საქართველოს (1961) და სსრკ სახალხო არტისტი (1967)
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1936 წელს დაამთავრა ლენინგრადის კინოინჟინერთა ინსტიტუტი. მუშაობდა კინოკორესპონდენტად ასტრახანის ოლქში. 1943 წლიდან იყო სამხედრო კორესპონდენტი. მის მიერ ამ წლებში გადაღებული მასალები შევიდა დოკუმენტურ ფილმებში: „ნოვოროსიისკის აღება“ (1943), „ბერდიჩევის აღება“ (1944), „ჩანჩიბაძის გვარდიული არმია“ (1948). ასათიანმა თვისივე სცენარის მიხედვით დადგა და გადაიღო ფილმები: „მოგზაურობა ნეპალში“ (1959), „ნადირობა ჯუნგლებში“ (1960), „მსოფლიო ტაშს უკრავს“ (1961), „ნაირსართულიანი ამერიკა“ (1961), „ალჟირის დღიური“, „მაროკოელთა მიწა“, „საჰარა“ (სამივე 1962), „რესპუბლიკის დაბადება“ (1963), „მეხუთე კონტინენტის გზები“, „ურუგვაი“ (ორივე 1964), „პარიზი... პარიზი“ (1967), „ინკების ქვეყანაში“ (1968), „მიუნხენი მეოთხედი საუკუნის წინ“ (1969), „შვეიცარიული ნოველები“ (1970), „ნილოსის სათავეებთან“ (1972), „ესპანეთის ძიებაში“ (1973), „ბასკთა ქვეყანაში“ (1976) და სხვა.
ასათიანის ფილმებისათვის დამახასიათებელია კადრის ზუსტი კომპოზიცია, კინომასალის ორიგინალური შერჩევა, მხატვრულობა. ამასთან ასათიანი შესანიშნავი კინოჟურნალისტია. მისი ფილმები საინტერესო და სასარგებლოა შემეცნებითი თვალსაზრისითაც. სხვა ფილმებია: „აყვავებული საქართველო“ (1957), „ბრიუსელი“ (1958), „მაროკო“ (1962), „უძველესი კულტურის ქვეყანა“ (1963; ლომონოსოვის პრემია, 1964), „შეხვედრა საბერძნეთთან“, „ერთი დღე ბუენოს-აირესში“ (ორივე 1964), „ესპანეთის ძიებაში“ (1973) და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის რამდენიმე ორდენი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 620.
- გვენცაძე, ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 223–224.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 10 ივნისი
- დაბადებული 1914
- გარდაცვლილი 17 ნოემბერი
- გარდაცვლილი 1977
- ქართველი კინორეჟისორები
- ქართველი ოპერატორები
- ქართველი კინოდოკუმენტალისტები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სამამულო ომის II ხარისხის ორდენის კავალრები
- წითელი დროშის ორდენის კავალრები
- კავკასიის დაცვისათვის მედლით დაჯილდოებულები
- ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავი მედლით დაჯილდოებულები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წლის მედლით დაჯილდოებულები
- 1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლის მედლით დაჯილდოებულები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- მოსკოვში გარდაცვლილები
- საბურთალოს პანთეონში დაკრძალულები
- ასათიანები