გიორგი არჯევანიძე
გიორგი პავლეს ძე არჯევანიძე (დ. 24 იანვარი, 1863, სიღნაღი ― გ. 16 იანვარი, 1940, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1916).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა პეტროვსკ-პოლტავის სამხედრო გიმნაზია. 1881 წლიდან იყო რუსეთის სამხედრო სამსახურში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1905 აგვისტოდან). პოლკოვნიკი (1910). I მსოფლიო ომის დროს თავი გამოიჩინა კავკასიის ფრონტზე. მონაწილეობდა არზრუმის ციხესიმაგრის გარემოცვა-აღებაში, ხელმძღვანელობდა კუპდაღის გადასასვლელისათვის ბრძოლას. 1918–1921 წლებში მსახურობდა საქართველოს არმიაში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ არჯევანიძე შევიდა წითელ არმიაში. 1921 წელს იყო ქართული წითელი არმიის სარდლის განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებელი, 1922 წლის მაისიდან - ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის, ხოლო 1927 წლის სექტემბრიდან ამიერკავკასიის ქვეითთა სკოლის პედაგოგი. 1928 წლის იანვრიდან პერსონალური პენსიონერი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 619.
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 52-53, ISBN 978-9941-0-7386-1.