გივი ყანდარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გივი ყანდარელი
Გივი ყანდარელი.jpg
გივი ყანდარელი
სრული სახელი გივი ლუარსაბის ძე ყანდარელი
დაიბადა 21 თებერვალი, 1933
დაბადების ადგილი საგარეჯო, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაიცვალა 7 ივნისი, 2006 (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
ეროვნება საქართველოს დროშა ქართველი
სფერო გობელენი, აკვარელი, კერამიკა
მომზადება თბილისის სამხატვრო აკადემია
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია
საქართველოს ღირსების ორდენი

გივი ლუარსაბის ძე ყანდარელი (დ. 21 თებერვალი, 1933, სოფ. საგარეჯო ― გ. 7 ივნისი, 2006, თბილისი) — ქართველი მხატვარი, გობელენის ოსტატი, კერამიკოსი. თანამედროვე ქართული გობელენის დამაარსებელი.[1] ჩინური გობელენის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.[2] საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980), ღირსების ორდენის და სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1983).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1933 წელს, საგარეჯოში.[3]1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტი.[4] იმავე წელს გააგრძელა სწავლა ასპირანტურაში. 1960 წლიდან იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტზე. 1965-1966 წლებში გაიარა სტაჟირება პრაღაში ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში (UMPRUM), ცნობილი ხელოვანის ანტონინ კიბალის სახელოსნოში. 1973 წლიდან ასწავლის ფერწერას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, ენიჭება დოცენტის წოდება. 1975 წელს ირჩევენ საქართველოს სსრ მხატვართა კავშირის მდივნად, მისი გობელენი „ალვანელი ქალები“ დაჯილდოვდა საქართველოს სსრ მხატვართა კავშირის მედლით, როგორც წლის საუკეთესო ნამუშევარი.1977 წელს მისი გობელენი „წელიწადის ოთხი დრო“ დაჯილდოვდა საქართველოს სსრ მხატვართა კავშირის მედალით, როგორც წლის საუკეთესო ნამუშევარი, მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში. 1978 წელს გობელენი „ალვანელი ქალები“ დაჯილდოვდა სსრკ სამხატვრო აკადემიის დიპლომით. ხდება სსრკ მხატვართა კავშირის პრეზიდიუმის წევრი. 1980 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. თბილისში იმართება მისი პერსონალური გამოფენა. 1981 წელს მოსკოვში იმართება მისი პერსონალური გამოფენა. 1982 წელს მისი გობელენი „ფიროსმანის სიზმარი“ შეირჩა და გამოიფინა შვეიცარიაში, ლოზანას ბიენალეზე. იმავე წელს საფრანგეთის ქალაქ ნანტში მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა. 1983 წელს იგი ხდება სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა ესპანეთში. 1986 წელს აირჩიეს თბილისის სამხატვრო აკადემიის გობელენისა და მხატვრული ქსოვილების კათედრის გამგედ. 1987 წელს ენიჭება პროფესორის წოდება. 1988 წელს იმართება მისი პერსონალური გამოფენა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ ჩიკაგოში. 1990 წელს მიწვეულ იქნა პეკინის გამოყენებითი ხელოვნების ცენტრალურ აკადემიაში ლექციების კურსის ჩასატარებლად.[4] 1994 წელს პერსონალური გამოფენა პალერმოში, იტალია. 1995 წლიდან მიიწვიეს თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხალხური რეწვის სახელოსნოს ხელმძღვანელად. 1998 წელს იგი აირჩიეს საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1999 წელს გაიმართა მისი 40 წლის მოღვაწეობასთან დაკავშირებული პერსონალური გამოფენა. 2000 და 2002 წლებში იგი მიწვეული იყო ჩინეთის შანდუნის პროვინციის გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტში და პროვინცია ხელუნძიანის უნივერსიტეტში ლექციების კურსის ჩასატარებლად, მიწვეული პროფესორის რანგით.[5]2003 წელს გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა თბილისში. 2018 წლის 24 აპრილს, ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში ჩინელი მხატვრების მიერ შექმნილი მხატვრული ტექსტილის პირველი გამოფენა გაიმართა, რომელიც გივი ყანდარელის დაბადებიდან 85 წლისთავს მიეძღვნა, სადაც წარმოდგენილი იყო 61 ცნობილი ჩინელი მხატვრის ნამუშევრები.[6]

გივი ყანდარელი დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Татьяна Стриженова. Мастера советского искусства. Гиви Кандарели. Гобелен. Изд. „Советский художник“. Москва, 1981.
  • Zhan Chen. Givi Kandareli. Art collection. „Artron“. Beijing, 2004.
  • ვინ ვინ არის საქართველოში 2006. გამომცემლობა „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“. თბილისი, 2006.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. КАНДАРЕЛИ Гиви Луарсабович. persons-info.com. წაკითხვის თარიღი: 22 ნოემბერი, 2018.
  2. Биография Гиви Кандарели. peoples.ru. წაკითხვის თარიღი: 22 ნოემბერი, 2018.
  3. თოჯინების მუზეუმი გობელენის ოსტატს მასპინძლობს. 24blog.ge (26 თებერვალი, 2010). წაკითხვის თარიღი: 22 ნოემბერი, 2018.
  4. 4.0 4.1 გივი ყანდარელი. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. წაკითხვის თარიღი: 22 ნოემბერი, 2018.
  5. შარდენზე ქართული გობელენის ფუძემდებლის გამოფენა გაიმართა. studinfo.edu.aris.ge (19 მარტი, 2014). წაკითხვის თარიღი: 22 ნოემბერი, 2018.
  6. „როგორია თანამედროვე ჩინელი ხელოვანების მხატვრული ტექსტილი – გამოფენა თბილისში“. „ნეტგაზეთი“ (24 აპრილი, 2018). წაკითხვის თარიღი: 22 ნოემბერი, 2018.