შინაარსზე გადასვლა

გივი დვალიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გივი ერასტის ძე დვალიშვილი (დ. 20 ოქტომბერი, 1929, თბილისი, — გ. 3 დეკემბერი, 1999, იქვე) — ქართველი ჟურნალისტი, კინოსცენარისტი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1953). 1954–1968 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ტელერადიო კომიტეტის ლიტერატურულ-დრამატულ გადაცემათა მთავარი რედაქტორი, 1968–1979 წლებში — კინოსტუდია „ქართული ფილმის" მთავარი რედაქტორი, 1979–1995 წლებში — საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანი. დაწერილი აქვს რამდენიმე სცენარი სატელევიზიო და დოკუმენტური ფილმებისათვის, მ. შ. აღსანიშნავია „მინდვრის ყვავილი" (1974), „მადლი მიწისა" (1982). ქართულ ენაზე ნათარგმნი აქვს მხატვრული ფილმების სადუბლიაჟო ტექსტები, გამოქვეყნებული აქვს კრიტიკული წერილები კინოს შესახებ.