შინაარსზე გადასვლა

გივი გოშაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოშაძე.

გივი გიორგის ძე გოშაძე (დ. 1 ივნისი, 1928, სოფელი კვაშხიეთი, ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი — გ. 5 იანვარი, 2004, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი. ეკონონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1973), საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1996), საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი (1982).

1952 წელს თსუ-ის ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ 1957-1960 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ სამრეწველო-ტექნიკური ლიტერატურის რედაქციის გამგედ, 1960–1967 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პოლიტეკონომიის კათედრის დოცენტი, 1980-1992 წლებში კათედრის გამგე, 1967-1073 წლებში თსუ-ის პოლიტეკონომიია კათედრის დოცენტი, 1973-1980 წლებში პროფესორი, 1992–2004 წლებში ეკონომიკის თეორიის კათედრის პროფესორი. მისი სამეცნიერო შრომები ეხება ეკონომიკური თეორიისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ეკონომიკის საკითხებს. დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის საიუბილეო მედლითა (1976) და ღირსების ორდენით (1998).