გიგუშა ერისთავი
გიორგი (გიგუშა) ნიკოლოზის ძე ერისთავი (დ. 3 ოქტომბერი, 1875, თბილისი — გ. 10 მაისი, 1947, პარიზი) — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი (1918), ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან. გენერლების ნიკოლოზ ერისთავის ძე და ალექსანდრე ერისთავის ძმა, მერი შერვაშიძის მეუღლე.
დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ — პაჟთა კორპუსი. მსახურობდა ლაიბგვარდიის ულანთა პოლკში. 1914 წლიდან პოლკოვნიკის ჩინით მეთაურობდა ამ პოლკს. მინიჭებული ჰქონდა ფლიგელ-ადიუტანტის წოდება. 1917 წლიდან თადარიგში გავიდა, ცხოვრობდა თბილისში. 1918–1921 წლებში გენერლის ჩინით მეთაურობდა ქართული არმიის ცხენოსანთა კორპუსს. ქართულ არმიასთან ერთად დაიხია ბათუმამდე, შემდეგ ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. დაჯილდოებულია წმინდა ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორის ჯვრით, იტალიის წმინდა მავრიკის და ლაზარეს ორდენის კომანდორის ჯვრით. დაკრძალულია პარიზთან ახლოს, სენტ-ჟენევიევ დე ბუას სასაფლაოზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Гогитидзе М., Грузинский генералитет (1699–1921), К., 2001;
- მისივე, Военная элита Кавказа, I, Тб., 2007;
- გოგიტიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 56.