ნიკოლოზ ერისთავი (გენერალ-ლეიტენანტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკოლოზ ერისთავი.
ნიკოლოზ ბიძინას ძე ერისთავი
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1831
დაბადების ადგილი კარალეთი, გორის მაზრა, საქართველოს გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 18 აპრილი, 1912 (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტფილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
წოდება გენერალ-ლეიტენანტი
გენერალ-მაიორი
ბრძოლები/ომები ყირიმის ომი, რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)
ჯილდოები წმინდა ანას I ხარისხის ორდენი წმინდა ანას II ხარისხის ორდენი წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
ოქროს იარაღი წარწერით „მამაცობისთვის“

ნიკოლოზ ბიძინას ძე ერისთავი (დ. 1 იანვარი, 1831, სოფ. კარალეთი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი — გ. 18 აპრილი, 1912, თბილისი) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1912). ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან, გენერლების ალექსანდრე ერისთავისა და გიორგი (გიგუშა) ერისთავის მამა. გენერლების მიხეილ ერისთავისა და კონსტანტინე ერისთავის ძმა. მონაწილეობდა ყირიმისა (1853–1856) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომებში. 1867 წელს იყო თერგის ოლქის ჩაჩნეთის ოკრუგის, 1874 წელს – იმავე ოლქის გროზნოს ოკრუგის უფროსი, 1878 წელს – ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, 1883 წელს – ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, ბათუმის გარნიზონის უფროსი. 1884 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. დაჯილდოებულია ოქროს ხმლით, წმინდა ანას (I, II), წმინდა სტანისლავის (I, II), წმინდა ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, აგრეთვე თურქული მეჯიდიეს, სპარსეთის ლომისა და მზის და ბუხარის ოქროს ვარსკვლავის (I ხარისხი) ორდენებით. დაკრძალულია თბილისში, კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის საგვარეულო აკლდამაში.

დაქორწინებული იყო ეკატერინე ზაქარიას ასულ სარაჯიშვილზე.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Эристави-Ксанский Николай Бидзинович. nobility.pro. ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2020.