შინაარსზე გადასვლა

გია ფოცხვერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გია ფოცხვერია
დაბადების თარიღი 16 აგვისტო, 1964(1964-08-16)
დაბადების ადგილი თბილისი, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 23 თებერვალი, 2006(2006-02-23) (41 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
საქმიანობა მწერალი და პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი

გია ფოცხვერია (დ. 16 აგვისტო, 1964, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 23 თებერვალი, 2006) — ქართველი მწერალი, პოეტი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1983 წელს, ხოლო 1993 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (რეჟისორ გიორგი შენგელაიას კლასი). 1993 წლიდან სწავლა განაგრძო დიდი ბრიტანეთის კენტის უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი (კინო და მედია). ავტორია მრავალი ლექსის, მოთხრობის, რომანის, კინოსცენარებისა (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე) და ჩანახატებისა. იყო ლონდონის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესიის დამაარსებელი და საეკლესიო საბჭოს პირველი თავმჯდომარე. ორჯერ შეხვდა ინგლისის დედოფალ ელისაბედ II: პირველად კათოლიკოს-პატრირქის ილია II და მეორედ, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამ (გარმელიას) აუდიენციისას. მისი ლექსები გამოცემულია რუსულ და ინგლისურ ენებზე. გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „რექვიემი“ (1992 წელი), „სიყვარული ლონდონში“ (1999 წელი), „ნაგავი“ (ლონდონი, 2003 წელი.).

2004 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დიდ ბრიტანეთში, კენტის უნივერსიტეტში.

  • „ლონდონი ჩვენი ბედისწერა“ : ლექსები, კინოსცენარები, მოგონებები (თანაავტორი). - თბილისი, 2013. - 266გვ
  • „Стихи“ (თანაავტორი) — Тбилиси, 2012. - 144с.. - ISBN: 978-9941-9256-6-5
  • „London my fate“: Poetry, screenplays, essays — თბილისი, 2012. — 158გვ.
  • „Господи, помилуй“ : стихи — Тбилиси, Универсал, 2008. - 147стр.. — ISBN: 978-9941-12-338-2
  • „Хочу взглянуть на мир сверху“ — Тбилиси, Универсал, 2007. — 359стр.. — ISBN: 978-9941-12-008-4
  • „ორტომეული“: ლექსები; ტ. I — თბილისი, ახალი საქართველო, 2007. — 315გვ.. — ISBN: 978-99928-886-7-4
  • „ორტომეული“: მოთხრობები; რომანი; ტომი II (ავტორი) // მოთხრობები; ეგონა, რომ იდგა (რომანი) . — თბილისი, ახალი საქართველო, 2007. — 372გვ.. — ISBN: 978-99928-886-8-1
  • „რჩეული“: ლექსები, მოთხრობები, რომანი — თბილისი, ახალი საქართველო, 2007. - 416გვ

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]