გია რატიანის დარბაზ-მაჩუბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გია რატიანის დარბაზ-მაჩუბიარქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნციპალიტეტში, დაბა მესტიაში, უბან ლანჩვალში.

ნაგებობის სამხრეთით კომპლექსში შემავალი კოშკი დგას, რომლის ჩრდილოეთის მინაშენის დამსახურებით დღესდღეობით გია რატიანის დარბაზ-მაჩუბი და კოში ერთმანეთზეა მიდგმული, ნაგებობის დასავლეთით კი ლევან ფალიანის დარბაზ-მაჩუბი დგას. გია რატიანის ოთხივე ფასადი ეზოსკენ არის მოქცეული. იგი ნაგებია ნატეხი ქვით კირ-დუღაბზე, განახლებულია სართულშუა გადახურვა და სახურავი. ფასადები დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, არ არის შემორჩენილი ავთენტური საფასადე ნალესობა, მაგრამ დაზიანებული ნაწილები ამოვსებული და შელესილია. ნაგებობის სამხრეთ ფასადზე კარ-სარკმლებია გაჭრილი. პირველი სართულის დასავლეთ მონკავეთში ოთხკუთხა ფორმის კარია, ხოლო აღმოსავლეთით თაღოვანი. მეორე სართულზე სარკმელი და კარიც ოთხკუთხა ფორმისაა. კიდევ ერთი კარი მაჩუბში შესასვლელი და სარკმლები გაჭრილია აღმოსავლეთ ფასადზე, ასევე კიდევ ერთ კარს ვხედავთ დასავლეთ ფასადზე, საიდანაც დარბაზის ინტერიერში ვხვდებით. დარბაზ-მაჩუბის ინტერიერის პირველი სართული მძიმე მდგომარეობაშია მრავლადაა ნესტის და გამომარილების კვალი, მეორე სართული შედარებით დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. გია რატიანის დარბაზ-მაჩუბი დედაი ფალიანის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია, რომელიც სხვა ნაგებობებთან ერთად ერთ-ერთ გამორჩეულ კოპმლექსს ქმნის. თითოეულ ნაგებობას შენარჩუნებული აქვს პირვანდელი პროპროციები, ამიტომაც შესაძლებელია ითქვას, რომ კომპლექსი ორგანულად ეწერება საერთო განაშენიანებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 35052