შინაარსზე გადასვლა

გვაშტიბის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაგშტიბის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გვაშტიბში.

ვაგშტიბის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე. იგი მცირე ზომის სწორკუთხა ფორმის დარბაზული ეკლესიაა. შემორჩენილი სიმაღლე 4-5 მეტრია. ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვებითა და კირხსნარით. წყობა შერეული ხასითისაა. დასავლეთის მხარეს აქვს მცირე ზომის კარი. კარის თავზე გადებულია ხის სქელი ფიცარი. საკურთხეველში ფიქსიდება ორი ნიშა. სამხრეთით არსებული ნიშა ამოქოლილია. აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილია სარკმლის ღიობი. გეოლოგიური შურფები სტერილურია. არ ფიქსირდება ძველი კულტურული ფენა. ეკლესიის სამხრეთით, 150 მეტრის დაშორებით, გზაზე იკრიფება გვიანი შუასაუკუნეების კერამიკის ფრაგმენტები. ეკლესია შემორჩენილი იყო ნანგრევების სახით. აღდგენილია 2020 წელს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24612