გერ-დედინაცვალი
იერსახე
გერ-დედინაცვალი — პოპულარული პერსონაჟები მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ფოლკლორში.
გერ-დედინაცვალის თემა ხშირია ქართულ ხალხურ ზღაპრებშიც. ჩვეულებრივ გერი მიმზიდველი, კეთილი, გარეგნულად მომხიბლავი პიროვნებაა, ხშირად მზეთუნახავიც არის. დედინაცვალი ბოროტი ძალის განსახიერებაა, ცბიერი, შურიანი, გარეგნობით — მახინჯი. გერ-დედინაცვალი ჭიდილში, როგორც წესი, გერი იმარჯვებს. ქართული ზღაპრების შემოქმედთა სიმპათია, როგორც წესი, გერის მხარეზეა. დედინაცვლის მიერ მოგონილ უაღრესად ძნელ დავალებათა შესრულებაში მას ქომაგები ეხმარებიან, დედინაცვალი მარცხდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ღლონტი ა., ქართული ხალხური ნოველა, წგ. 1–2, თბ., 1963–66;.
- Мелетинский Е.. Герой волшебной сказки, М., 1956.
- ზანდუკელი ფ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.