გერმანული შპიცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გერმანული შპიცი
წარმოშობის ქვეყანა გერმანია
თვისებები
წონა დიდი-17±4,საშუალო±4,პატარა±3.
სიმაღლე დიდი-40±4,საშუალო-30±4,პატარა-25±3.
ბეწვი მრავალნაირი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

გერმანული შპიცი (გერმ. Deutsche Spitze) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში XVII საუკუნეში.

გერმანული შპიცი, შესაძლოა არის შპიცისმაგვარი მეცხვარე ძაღლების შთამომავალი, რომლებიც ევროპაში ვიკინგებს ჩამოყვნენ. გერმანულ ლიტერატურაში გერმანული შპიცის მსგავსი ძაღლი ნახსენებია უკვე 1540 წლიდან. გერმანული შპიცის ყველა ნაირსახეობას ერთნაირი აღნაგობა აქვს და მხოლოდ ზომით და შეფერილობით განსხვავდება. დიდი შპიცი შეიძლება იყოს თეთრი, ყავისფერი ან შავი, მაშინ, როდესაც მის პატარა ნათესავებს მრავალნაირი შეფერილობა აქვთ. დღესდღეობით ეს კარგად ცნობილი ჯიში (მიუხედავად იმისა რომ მათი რაოდენობა სამშობლოში მცირდება) ევროპის უმეტეს ქვეყნებში გვხვდება.

გერმანული შპიცები (კეესჰონდის გარდა) შეიძლება იყოს სამი ზომის: დიდი, პატარა, საშუალო. დიდი და პატარა შპიცები ყოველთვის კომპანიონები იყვნენ, მაშინ, როდესაც უფრო გავრცელებული საშუალო ზომის ძაღლები გლეხების ეზოში ასრულებდნენ თავის მოვალეობებს. ბოლო დროს ამ ძაღლების პოპულარობა შემცირდა. ეს აიხსნება იმით, რომ შპიცებს სჭირდებათ მეტი ყურადღება, ვიდრე სხვა ჯიშის ძაღლებს, განსაკუთრებით მათ ბალანს მუდმივი მოვლა სჭირდება.

საუბედუროდ, ამ ჯიშის უმეტეს წარმომადგენელს არ უყვარს, როდესაც ბალანს ვარცხნიან, ზოგიერთი მათგანი ვერ ეგუება სხვა ძაღლებს და ადამიანებს. ბევრი მოდარაჯე ძაღლისგან განსხვავებით, გერმანული შპიცი ძნელად იწვრთნება. თუმცა ეს დახვეწილი და თავდაჯერებული ძაღლი ძალიან კარგად გამოიყურება გამოფენებზე და თუ კარგად გაწვრთნით, მისგან კარგი მეგობარი დგება. გერმანული შპიცი ვერ ეგუება სიცხეს. ადვილად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და სიცივეს, კარგი მოდარაჯეა. აქვს კომპაქტური, სამკუთხა ყურები, გრძელი, ხშირი, საკმაოდ უხეში ბალანი. თვალების ზომა სხეულის პროპორციულია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]