გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითადი კანონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითადი კანონი

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითადი კანონი (გერმ. Grundgesetz für die Bundesrepublik Deutschland) ან უბრალოდ გერმანიის ძირითადი კანონი გერმანიის მოქმედი კონსტიტუციაა, რომელიც სახელმწიფოს სამართლებრივი და პოლიტიკური უმაღლესი მარეგულირებელი კანონია. ძალაში შევიდა 1949 წლის 23 მაისს. ტერმინი „ძირითადი კანონი“, გერმანულად Grundgesetz (გრუნდგეზეც) პირველად XVII საუკუნეში ჩნდება და ლათინური სიტყვების lex fundamentalis პირდაპირ თარგმანს წარმოადგენს. დღეს გერმანულ სამართალში „ძირითადი კანონი“ მხოლოდ საერთო ფედერალური კონსტიტუციის აღსანიშნავად გამოიყენება, ცალკეული ფედერალური მხარეების უმაღლეს სამართლებრივ აქტებს კი უბრალოდ კონსტიტუციების (გერმ. Verfassung) სახელით მოიხსენიებენ.

გერმანიის ძირითადი კანონი დასავლეთ გერმანიის ყოფილმა სამმა საოკუპაციო მმართველობამ შეიმუშავა, შემდეგ კი იგი მიღებულ იქნა გერმანიის საპარლამენტო საბჭოსა და სამხარეო პარლამენტების (თავდაპირველად ბავარიის გამოკლებით) მიერ. პლებისციტი ან რეფერენდუმი არ ჩატარებულა. ეს კონსტიტუცია მხოლოდ დასავლეთ გერმანიისათვის იქნა შექმნილი; გერმანიის საპარლამენტო საბჭომ არ გამორიცხა ის გარემოება, რომ მალე შესაძლებელი იყო გერმანიის საბჭოური საოკუპაციო ნაწილის (მოგვიანებით გდრ) კვლავ ერთიან გერმანიაში დაბრუნება და ამიტომ ძირითადი კანონი არ აღიარა გერმანიის მუდმივ კონსტიტუციად — გერმანიის გაერთიანების პერსპექტივის გათვალისწინებით გერმანიის ძირითადი კანონი მხოლოდ დროებითი კონსტიტუციის სტატუსით ამოქმედდა. 1990 წლის 3 ოქტომბერს გერმანიის კვლავ გაერთიანების შემდეგ პრეამბულაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ძირითადი კანონი სრულიად გერმანიის ხალხის კონსტიტუციად იქნა აღიარებული.

გერმანიის ძირითადი კანონი გერმანიას აღიარებს დემოკრატიულ, რესპუბლიკურ, სოციალურ, ფედერაციულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Christian Bommarius: Das Grundgesetz. Eine Biographie. Rowohlt, Berlin 2009, ISBN 978-3-87134-563-0.
  • Marion Detjen, Stephan Detjen, Maximilian Steinbeis: Die Deutschen und das Grundgesetz. Geschichte und Grenzen der Verfassung. Pantheon, 1. გამოცემა 2009, ISBN 978-3-570-55084-7.
  • Christof Gramm, Stefan Ulrich Pieper: Grundgesetz: Bürgerkommentar. Nomos Verlag, Baden Baden 2008, ISBN 978-3-8329-2978-7.
  • Konrad Hesse: Grundzüge des Verfassungsrechts der Bundesrepublik Deutschland, 20. Auflage, C.F. Müller Verlag, Heidelberg 1999, ISBN 3-8114-7499-5.