გერმანიის უძველესი ქალაქები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გერმანიის უძველესი ქალაქის საკითხი ბოლომდე არ არის დადგენილი. ამის მიზეზი ერთი მხრივ ლოკალური პატრიოტიზმი, ხოლო მეორე მხრივ კი გამოყენებადი კრიტერიუმებია. საკმაოდ ცნებები ქალაქური ტიპის დასახლება და ქალაქი არაა ერთმანეთისაგან გაყოფილი.

ცნება „ქალაქი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანიის პირველი ქალაქები ისტორიულად რომაელთა დროს უკავშირდება. საზოგადოდ, სიტყვა ქალაქში (ძველი ზემოგერმანული stat ადგილი, ალაგი) მოიაზრება დიდი ცივილური დასახლება, რომელიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს:

  • ცენტრალიზებულობა.
  • შემოსაზღვრულობა.
  • საკუთარი ადმინისტრაციული და უზრუნველყოფითი სტრუქტურების ქონა.
  • წყლით მომარაგება.
  • ცენტრალური მდებარეობა დიდ სატრანსპორტო გზებზე.

ერთმნიშვნელოვნად დადასტურებული გერმანიის ყველაზე ძველი ქალაქი არ არსებობს. ამავდროულად ტრირი, ნოისი, კემპტენი (ალგოი), ვორმსი და აუგსბურგი ხშირად მოიხსენიება ამ კონტექსტში.

ქალაქ ტრირს პრეტენზია აქვს ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის (რომაული ქალაქი) გამო, განსხვავებით დასახლებისაგან, ანდა სამხედრო ბანაკისაგან.

ვორმსი პრეტენზიას აცხადებს ოფიციალური სტატუსის (Most Ancient European Towns Network) გამო, რომელიც მას 1994 წელს მიენიჭა ფედერალური მთავრობისაგან.

მხოლოდ კემპტენს გააჩნია წერილობითი დამადასტურებელი საბუთი იმის შესახებ, რომ კემპტენი იყო პოლისი, ანუ ქალაქი გერმანიაში.

უძველესი ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alexander Herzog von Württemberg: Stadt Kempten. წიგნში: Bayerisches Landesamt für Denkmalpflege (გამომც.): Denkmäler in Bayern. Kreisfreie Städte und Landkreise. ტომი. VII.85, Verlag Schnell & Steiner, München/Zürich 1990, ISBN 3-7954-1003-7, გვ. XIV.
  • Wolfgang Haberl: Allgäu, Außerfern, Kleinwalsertal, Bregenzerwald. Lexikon der Euregio via salina. Verlag Tobias Dannheimer, Kempten, 2002, ISBN 3-888-81038-8, გვ. 179.